"ბიჭი ბებიამ საღორეში ჩაკეტილი იპოვა, რომელსაც მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის ნაკბენები ჰქონდა" - რა დეტალები ხდება ცნობილი სასტიკ დანაშაულზე? - კვირის პალიტრა

"ბიჭი ბებიამ საღორეში ჩაკეტილი იპოვა, რომელსაც მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის ნაკბენები ჰქონდა" - რა დეტალები ხდება ცნობილი სასტიკ დანაშაულზე?

სასტიკი ძალადობა ბავშვზე სამეგრელოში - არასრულწლოვანი ბიჭი ბებიამ საღორეში ჩაკეტილი იპოვა, რომელსაც მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის ნაკბენები ჰქონდა. "ფორმულას" ინფორმაციით, ბავშვზე დედამ იძალადა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ სოფელში ოჯახში შვიდი წლის ბავშვზე ძალადობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.