ძლიერმა ამოფრქვევამ შესაძლოა ზღაპრული სანტორინი გაანადგუროს? - რა საფრთხეზე საუბობენ მეცნიერები? - კვირის პალიტრა

ძლიერმა ამოფრქვევამ შესაძლოა ზღაპრული სანტორინი გაანადგუროს? - რა საფრთხეზე საუბობენ მეცნიერები?

სან­ტო­რი­ნის ცი­ცა­ბო კლდე­ე­ბი მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ინ­დუსტრი­აა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა მი­ლი­ო­ნებს შე­ად­გენს. მის ქვეშ კი ყოვ­ლის­შემ­ძლე აფეთ­ქე­ბის შიში იმა­ლე­ბა.

ეს ზღაპ­რუ­ლი ბერ­ძნუ­ლი კუნ­ძუ­ლი, უძ­ვე­ლეს­მა ძლი­ერ­მა ამოფრქვე­ვამ შექ­მნა. მან­ვე და­ტო­ვა უზარ­მა­ზა­რი კრა­ტე­რი და ნა­ლის ფორ­მის კიდე. ახლა, პირ­ვე­ლად, მეც­ნი­ე­რე­ბი სწავ­ლო­ბენ, თუ რამ­დე­ნად სა­ში­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს შემ­დე­გი დიდი ამოფრქვე­ვა.

BBC News-მა ერთი დღე ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო კვლე­ვი­თი ხო­მალ­დის, Discovery-ს, ბორტზე გა­ა­ტა­რა და უამ­რა­ვი სი­ახ­ლე შე­ი­ტყო.

სულ რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, მას შემ­დეგ რაც კუნ­ძულ­ზე მი­წისძვრა მოხ­და, სან­ტო­რი­ნი თით­ქმის ნა­ხე­ვარ­მა მო­სახ­ლემ და­ტო­ვა. ეს შეხ­სე­ნე­ბა იყო იმი­სა, რომ იდი­ლი­უ­რი თეთ­რი სახ­ლე­ბის ქვეშ დე­და­მი­წის ქერ­ქში შე­საძ­ლოა ერ­თმა­ნეთს ორი ტექ­ტო­ნი­კუ­რი ფილა და­ე­ჯა­ხოს.

მი­სი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობს დიდი ბრი­ტა­ნე­თის ეროვ­ნუ­ლი ოკე­ა­ნოგ­რა­ფი­ის ცენ­ტრის მა­ღა­ლი რის­კის წყალ­ქვე­შა ვულ­კა­ნე­ბის ექ­სპერ­ტი, პრო­ფე­სო­რი იზო­ბელ იეო. მისი თქმით, მსოფ­ლი­ოს ვულ­კა­ნე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით ორი მე­სა­მე­დი წყალ­ქვე­შაა, თუმ­ცა ისი­ნი ძი­რი­თა­დად უკონ­ტრო­ლოა. გააგრძელეთ კითხვა