ვინ არის ცნობილი ძიუდოისტის რჩეული, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება მიუძღვნა - "ყველაფერი მეგობრობით დაიწყო - კვირის პალიტრა

ვინ არის ცნობილი ძიუდოისტის რჩეული, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება მიუძღვნა - "ყველაფერი მეგობრობით დაიწყო

მონ­ტე­ნეგ­როს დე­და­ქა­ლაქ პოდ­გო­რი­ცა­ში მიმ­დი­ნა­რე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ძი­უ­დო­ში მსოფ­ლი­ოს მოქ­მე­დი ჩემ­პი­ო­ნი გი­ორ­გი სარ­და­ლაშ­ვი­ლი (60 კგ) ოქ­როს მედ­ლის მფლო­ბე­ლი გახ­და – ქარ­თველ­მა ფი­ნალ­ში ძი­უ­დოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის სა­ხე­ლით მო­ას­პა­რე­ზე აიუბ ბლი­ე­ვი და­მა­ტე­ბით დრო­ში იუ­კო­თი და­ა­მარ­ცხა და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს შე­ჯიბ­რზე პირ­ვე­ლი მე­და­ლი მო­უ­ტა­ნა..

474937521-18028667297543241-7166197684813287386-n-31449-1745666902.jpg

გი­ორ­გი სარ­და­ლაშ­ვილ­მა გა­მარ­ჯვე­ბის დროს ჟეს­ტით საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს - ანა­ნო სამ­ხა­რა­ძეს და­ნა­პი­რე­ბი შე­უს­რუ­ლა..

ანა­ნო სამ­ხა­რა­ძე "ნი­კოს შოუს" ბენ­დის ახა­ლი წევ­რია, რო­მელ­მაც მანუ მურ­ღუ­ლია ჩა­ა­ნაც­ვლა. რო­გორც გვიყ­ვე­ბა, ჩემ­პი­ონ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას აღარ მა­ლავს.

- ჩვე­ნი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ასე სა­ჯა­როდ არ გა­მოგ­ვაქვს, თუმ­ცა ურ­თი­ერ­თო­ბას აღარ ვმა­ლავთ... გი­ორ­გის ჩემ­თვის ნათ­ქვა­მი ჰქონ­და, თუ მო­ი­გებ­და, სიყ­ვა­რულს რა­ღაც ფორ­მით აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ხა­ტავ­და და ასეც აას­რუ­ლა, ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა...

ჩემ­თვის ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო ეს ჟეს­ტი, თან ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი, აღელ­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ხუ­მა­რო თემა არ არის, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი რომ გახ­დე. ვა­მა­ყობ, ასე­თი ადა­მი­ა­ნი რომ მყავს გვერ­დით. გააგრძელეთ კითხვა