"მამაკაცების გაგებაც შეიძლება და ქალებისაც, ვისაც ცუდი გამოცდილება ჰქონდა" - რას ამბობს ქეთა თოფურია საქორწინო კონტრაქტის შესახებ
მომღერალმა ქეთა თოფურიამ განაცხადა, რომ მას საქორწინო კონტრაქტი არ აქვს. მისი თქმით, მეუღლეებს შორის კონტრაქტის გაფორმებას უნდობლობის ნიშნად აღიქვამს.
"სხვადასხვა ქვეყნისთვის ეს სხვადასხვანაირად არის. რუსეთში როდესაც საქორწინო კონტრაქტზე ვიწყებთ საუბარს, თითქოს მაშინვე ნიშნავს, რომ ადამიანი არ გვენდობა. თითქოს მაშინვე რაღაც ცუდს ელოდება“, - მიიჩნევს თოფურია.
ქეთამ ასევე დასძინა, რომ როგორც მამაკაცების, ისე ქალების გაგება შეიძლება, რომლებმაც კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტეს, რადგან მათ წარსულში შეიძლება ჰქონოდათ უარყოფითი გამოცდილება. თავად მომღერალს მსგავსი გამოცდილება არ აქვს.
"მაგრამ რაღაც მომენტებში, რა თქმა უნდა, მამაკაცების გაგებაც შეიძლება და ქალებისაც, ვისაც ცუდი გამოცდილება ჰქონდა. სხვადასხვა სიტუაცია არსებობს. მე საქორწინო კონტრაქტი არ მაქვს“, - თქვა ქეთამ. გააგრძელეთ კითხვა