"რაღაც თუ არ მოეწონა, იმას არ გააკეთებს... ამას არ გადავიღებ - იტყვის" - როგორ ცხოვრობს ყველასთვის საყვარელი ნიკე ჩაჩანიძე?
ხატია ფარსმანაშვილი 2 შვილის დედაა, ნიკე ჩაჩანიძე მისი უფროსი შვილია. უმცროსი დაჩი - 2 წლის არის. ნიკე, რომელიც მალე 8 წლის ხდება, ინტერნეტვარსკვლავია. გოგონას ინტერნეტმომხმარებელი თავის ვიდეოებით კარგად იცნობს. 150.000 გამომწერი "ფეისბუქზე“ ჰყავს და "ტიკ-ტოკზე“ - 43.000. ვიდეოებში ძირითადად თავის ყოველდღიურობაზე აკეთებს აქცენტს და ზოგჯერ საზოგადო თემებზეც, რაშიც დედიკო ეხმარება.
ნიკე ისეთი პოპულარული ბავშვია, რომ სხვადასხვა კომპანია საკუთარ რეკლამასაც უკვეთავს და გოგონას საკუთარი შემოსავალიც აქვს.
ნიკეს დედიკო თავისი პოპულარული და ნიჭიერი გოგონას შესახებ გვესაუბრა.
ხატია ფარსმანაშვილი: - ამჟამად დიასახლისი ვარ, ადრე ფოტოგრაფი ვიყავი, საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის წევრი. სხვადასხვა ხასიათის ფოტოებს ვიღებდი და სხვადასხვაგვარი შეკვეთა მქონდა.
- რადგან ფოტოკამერას პროფესიონალურად ფლობთ, ეს ხომ არ იყო იმის მიზეზი, რომ ნიკესთვის ვიდეოების ჩაწერა გადაწყვიტეთ?
- შესაძლებელია ესეც იყო, მაგრამ ვფიქრობ, ამის მიზეზი ისაა, რომ ყველა მშობელი შვილს "აღუს" თქმიდან პირველ ნაბიჯამდე ხომ უღებს ვიდეოს, რითაც გახარებულები არიან?! ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო. თუმცა ნიკეს და მის ვიდეოებს თავიდანვე დიდი გამოხმაურება ჰქონდა. ალბათ იმიტომ, რომ ერთი წლიდან ჩვეულებრივად საუბრობდა. ჩემს ნათქვამს კი არ იმეორებდა, თავის ნააზრევს გამოხატავდა. თან ძალიან დიდ ტექსტებს ამბობდა. წლისა და რამდენიმე თვის იყო, "მგელი და კრავს“ რომ ჰყვებოდა. ყურადღება თავიდანვე ასე მიიქცია. მერე მთხოვდნენ, მისთვის "იუთუბზე“ არხი შემექმნა, რომ მისი ვიდეოები ხშირად ენახათ. ამისთვის სერიოზულად არ შემიხედავს და არც იმისთვის, რომ მას რაიმე ნიჭი ჰქონდა და აუცილებლად საზოგადოებისთვის უნდა გამეცნო.
მოკლედ, ადამიანების იდეა საბოლოოდ მაინც იქამდე მივიდა, რომ რამდენიმე წელში ნიკეს "ფეისბუქზე“ გვერდი გავუკეთე. გააგრძელეთ კითხვა