ყაზბეგში მომხდარი მკვლელობის საქმეზე რა დეტალები ხდება ცნობილი? - "გვარის უფროსი 90 წლის კაცია, მას მიცვალებულის სასახლესთანაც დაუჩოქია. გიას დედას თვითონ წამოუყენებია მოხუცი"
ფოტოზე მარჯვნივ - მოკლული გია ხაიკაშვილი20 აპრილს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გველეთში სასტიკი მკვლელობა მოხდა. 47 წლის გია ხაიკაშვილს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგადაც მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა. 22 აპრილს სამართალდამცველებმა ორი ბრალდებული დააკავეს. ნიკა ქუშაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეორე პირს - პაატა ქუშაშვილს 376-ე მუხლის მეორე ნაწილი (დანაშაულის შეუტყობინებლობა) აქვს წარდგენილი, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Ambebi.ge-ს ინფორმაციით, დღეს ორჯონიკიძეში გია ხაიკაშვილის მკვლელობის საქმის კიდევ ერთი, მესამე მონაწილე - ფიდო ეფხოშვილი დააკავეს, ის საქართველოს ტერიტორიაზეა გადმოყვანილი და ამჟამად მისი დაკითხვა მიმდინარეობს.როგორც წყარო გვიყვება, ფიდო ეფხოშვილიც ყაზბეგის მკვიდრი და ხაიკაშვილის მეზობელია.
"ეფხოშვილის ოჯახი ხაიკაშვილებმა არ შეირიგეს, განსხვავებით ქუშაშვილებისგან. დღეს ფიდო დაიჭირეს ყაზბეგში და დაკითხვაზეა გადაყვანილი. ეფხოშვილი 35 წლამდე იქნება, ქუშაშვილებზე არანაკლები ავარდნილია. როგორც ამბობენ, მის ოჯახსაც მოუწევს ხევიდან გადასახლება. როგორც იცით, მოხდა გვარების შერიგება, თუმცა მიღებულია მკვლელების ოჯახების გასახლების გადაწყვეტილება.
ჩვენი ადათით, 40-მდე მიცვალებულს პატივს სცემენ და მკვლელების ოჯახების გასახლებაც ალბათ მერე მოხდება. საუკეთესო ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმეს და ოჯახებიც დაღუპეს.... მოხუცი ხალხის ტირილი და გოდება ისმის მთელს ხევში.
ქუშაშვილების უხუცესი წარმომადგენელი, გვარის უფროსი 90 წლის კაცია, მას მიცვალებულის სასახლესთანაც დაუჩოქია. წაიკითხეთ ვრცლად