ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის შერეულ გუნდურ ტურნირზე საქართველოს ნაკრები პირველ ადგილზე გავიდა - კვირის პალიტრა

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის შერეულ გუნდურ ტურნირზე საქართველოს ნაკრები პირველ ადგილზე გავიდა

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის შერეულ გუნდურ ტურნირზე საქართველოს ნაკრები პირველ ადგილზე გავიდა.

საქართველოს ნაკრებმა მერვედფინალში აზერბაიჯანს 4:0, მეოთხედფინალში ავსტრიას 4:1, ნახევარფინალში გერმანიას 4:0 სძლია, ფინალში კი იტალია 4:3 დაამარცხა.

ფინალში მარიამ ჭანტურიამ, გურამ თუშიშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა გაიმარჯვეს, ხოლო ლუკა მაისურაძე, სოფიო სომხიშვილი და მიხეილ ბახბახიშვილი დამარცხდნენ, 3:3 დაფიქსირდა, დამატებით ბრძოლა კი სოფიო სომხიშვილმა ასიო ტავანოს მოუგო.

ინდივიდუალურ პირველობაში ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი მედალი მოიპოვეს: გიორგი სარდალაშვილმა და ილია სულამანიძემ ოქროს, ხოლო ეთერ ლიპარტელიანმა და ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედლები.

"ინტერპრესნიუსი"