ტერაქტი ბულგარეთში
ბულგარეთის ქალაქ ბურგასში თვითმკვლელმა ტერორისტმა ებრაელი ტურისტებით სავსე ავტობუსი ააფეთქა. დაიღუპა 7 კაცი, 30-ზე მეტი კი დაიჭრა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდასხმაში ირანი და "ჰესბოლა" დაადანაშაულა.
ბულგარული მედიის ცნობით, ტერორისტი ალჟირული წარმოშობის შვედეთის მოქალაქე მეჰდი იეზალია. Eეს ცნობა სტოკჰოლმმა უარყო.