საცოლე და მისი დაქალები კოსმოსში გაუშვა - "ამაზონის" დამფუძნებლის არაორდინარული საჩუქარი საყვარელ ქალს: "მისი ადგილი იქ არის - ვარსკვლავებთან ახლოს" - კვირის პალიტრა

საცოლე და მისი დაქალები კოსმოსში გაუშვა - "ამაზონის" დამფუძნებლის არაორდინარული საჩუქარი საყვარელ ქალს: "მისი ადგილი იქ არის - ვარსკვლავებთან ახლოს"

ტექნოლოგიების გიგანტი, მილიარდერი და ინოვატორი ჯეფ ბეზოსი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა მედიის ყურადღების ცენტრში - ამჯერად რომანტიკული ჟესტის გამო, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში იშვიათად თუ გვინახავს: მან საცოლე, ლორენ სანჩესი, და მისი დაქალები კოსმოსში გაუშვა. კოსმოსურმა კომპანია Blue Oorigin-მა ისტორიული მისია NS-31 შეასრულა, რომლის ეკიპაჟი ექვს ქალს აერთიანებდა. ხომალდმა კოსმოსში 10 წუთი და 21 წამი გაატარა და კარმანის ხაზს, კოსმოსის საზღვარს მიაღწია. მისიის მიზანი კოსმოსურ კვლევებსა და STEM სფეროებში ქალთა როლის გაძლიერება იყო. აღსანიშნავია, რომ "ბლუ ორიჯინი" ჯეფ ბეზოსის კოსმოსური კომპანიაა, რომლის ისტორიაც 2000 წელს იწყება, მისი დაფუძნების მიზანი კოსმოსური ტექნოლოგიების განვითარებაა.

კოსმოსური მოგზაურობა სიყვარულისთვის

სანჩესის მონაწილეობა "ბლუ ორიჯინის" მისიის ნაწილად დიდხანს განიხილებოდა, თუმცა ბეზოსისთვის ეს მხოლოდ მეცნიერული ან მარკეტინგული გადაწყვეტილება არ ყოფილა - მისთვის ეს იყო პერსონალურად მნიშვნელოვანი და ემოციური მომენტი. "ლორენი გაბედულია, ჭკვიანი და ყოველთვის მზად არის ახალი­ თავგადასავლებისთვის, მისი ადგილი ნამდვილად იქ არის - ვარსკვლავებთან ახლოს" - თქვა ბეზოსმა ერთ-ერთ ინტერვიუში. სანჩესი პირველი ქალი იყო, რომელმაც "ბლუ ორიჯინის" კოსმოსურ მისიას უხელმძღვანელა. ფრენა თითქმის 11 წუთს გაგრძელდა და შეეხო იმ ზღვარს, რომელსაც კარმანის ხაზი ეწოდება­ - ეს ზღვარია, რომელსაც ასტრონომიულად კოსმოსის დასაწყისად მიიჩნევენ. ლორენი წლებია კოსმოსური თემებითაა გატაცებული. ბეზოსის გვერდით ყოფნამ მასზე დიდი გავლენა მოახდინა. ის არა მხოლოდ მჭიდროდ არის ჩართული კომპანიაში, არამედ ხელს უწყობს კოსმოსური ფრენების პოპულარიზაციას ქალებს შორის - განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში.

kosmosi-1-1745772183.jpg

ონლაინმაღაზიით დაწყებული ბიზნესი

ჯეფ ბეზოსი თანამედროვე ბიზნესისა და ტექნოლოგიების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურაა. კაცმა, რომელმაც საკუთარ გარაჟში თავდაპირველად წიგნების ონლაინმაღაზია გახსნა,­ შექმნა ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Aმაზონ-ი. ის ასევე ინოვატორია. მისი კიდევ ერთი გატაცება კოსმოსია. 2000 წელს დააარსა "ბლუ ორიჯინი" - კომპანია, რომელიც მიზნად ისახავს კოსმოსური მოგზაურობის პოპულარიზაციას და დედამიწის მიღმა ადამიანური ცივილი­ზაციის გაფართოებას.

"ბლუ ორიჯინის" პირველი წარმატებული გაფრენა Nეწ შჰეპარდ-ით 2021 წელს მოხდა, როდესაც ბეზოსიც გაფრინდა კოსმოსში. შარშან, 2024 წელს, ბეზოსის კოსმოსურმა კომპანია "ბლუ ორიჯინმა" შეასრულა წარმატებული ფრენა Nეწ შჰეპარდ-ით, რომლის ერთ-ერთი მთავარი მგზავრი ლორენ სანჩესი იყო.

სანჩესი უკვე არაერთხელ გამხდარა ქალთა როლის პოპულარიზაციის მქადაგებელი­ შთEM-სფეროში (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა). მისი კოსმოსური ფრენა სწორედ ამ გზავნილის სიმბოლოდ იქცა.

ხმაურიანი რომანი

ლორენ სანჩესი და ჯეფ ბეზოსი ერთმანეთს 2010 წელს შეხვდნენ, როცა ორივეს უკვე მტკიცედ ჰქონდა ჩამოყალიბებული კარიერა: ბეზოსი იყო "ამაზონის" დამფუძნებელი და ტექნოლოგიური გიგანტი, სანჩესი კი წარმატებული ჟურნალისტი­ და ტელეწამყვანი. სანჩესს ასევე­ ჰქონდა საკუ­თარი ავიაკომპანია Black Ops Aviation. მათი გზები ხშირად იკვეთებოდა სხვადასხვა ელიტარულ ღონისძიებასა თუ კერძო წვეულებებზე. საინტერესოა, რომ მათი გაცნობა ლორენის მაშინდელი ქმრის, ჰოლივუდის აგენტის, პატრიკ უაიტსელის მეშვეობით მოხდა, რომელიც ბეზოსის მეგობარია. ბეზოსისა და სანჩესის ურთიერთობა ფართო საზოგადოებამ 2019 წლის იანვარში გაიგო, როცა ბეზოსმა თავის მაშინდელ მეუღლესთან, მაკენზი სკოტთან განქორწინების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. იმავე დღეს National Enquirer-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბეზოსს რომანი ჰქონდა ლორენ სანჩესთან. გამოცემამ წყვილის პირადი მიმოწერის ნაწილიც გაასაჯაროვა.­ ბეზოსმა, მისთვის დამახასიათებელი პირდაპირობით, მალევე აღიარა ურთიერთობა ლორენთან და, იმავდროულად, მედიასთან საჯარო ბრძოლაც წამოიწყო­, კონკრეტულად კი National Enquirer-თან, რომელიც დაადანაშაულა შანტაჟსა და პირად სივრცეში შეჭრაში. მას შემდეგ ბეზოსი და სანჩესი აღარ მალავენ ურთიერთობას. წყვილი ერთად ესწრება ოფიციალურ და საქველმოქმედო ღონისძიებებს, მოგზაურობენ და საქმიანობენ სხვადასხვა პროექტში. 2023 წელს კი ბეზოსისა და სანჩესის ნიშნობის შესახებ გახდა ცნობილი. ბეზოსმა სანჩესს ნიშნობის ბეჭედი იახტაზე ყოფნისას გადასცა.