ალექსანდრა პაიჭაძისა და დავით კოდუას მილანური ფოტოსესია - რა ფოტოები გაავრცელა მოდელმა?
მილანში საცხოვრებლად გადასული ალექსანდრა პაიჭაძე ისევ ქართული მედიის ყურადღების ცენტრშია. ამჯერად უკვე მეორედ გავრცელდა ჭორი მისი და ბიზნესმენ დავით კოდუას შერიგების შესახებ.
პირველად ერთი კვირის წინ, როდესაც წითელი "ფერარით" 12 საათი მილანიდან ბუდაპეშტში იმოგზაურეს. მაშინ ალექსანდრამ დავით კოდუას ძმის, ერეკლე კოდუას მეუღლესთან კატიკა დიდასთან ერთად ფოტოები გამოაქვეყნა. თუმცა მოდელმა კოდუასთან შერიგება უარყო.
ამჯერად, მოდელის "ინსტაგრამზე" წყვილის საერთო შვილთან მილანში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. "მან თქვა: "ჩემს სიყვარულს ვერ გაექცევი..." - წერს ალექსანდრა ოჯახურ ფოტოებზე.
მოდელს, ინფორმაციის გადასამოწმებლად მილანში კიდევ ერთხელ დავუკავშირდით:
- ალექსანდრამ ადასტურებთ დავთ კოდუასთან შერიგებას?
- არა, არ ვადასტურებ...
- ანუ არ შერიგებულხართ?