საქართველოს მოქალაქემ ლიეტუვის ბიბლიოთეკიდან იშვიათი წიგნების მოპარვა აღიარა - კვირის პალიტრა

საქართველოს მოქალაქემ ლიეტუვის ბიბლიოთეკიდან იშვიათი წიგნების მოპარვა აღიარა

ვილ­ნი­უ­სის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ორ­შა­ბათს ვილ­ნი­უ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის (VU) ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან იშ­ვი­ა­თი წიგ­ნე­ბის ქურ­დო­ბის საქ­მის გან­ხილ­ვა და­ი­წყო. მ საქ­მე­ში ბრალ­დე­ბულ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ მი­ხე­ილ ზამ­თა­რა­ძემ და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა – მან გა­ნა­ცხა­და, რომ სხვა პი­რის სა­ხე­ლით წარ­დგა და ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან XIX სა­უ­კუ­ნის იშ­ვი­ა­თი წიგ­ნე­ბი მო­ი­პა­რა. მა­მა­კაც­მა თქვა, რომ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გამო ნა­ნობს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია ავ­რცე­ლებს.

ზამ­თა­რა­ძე სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი ეს­კორ­ტით მი­იყ­ვა­ნეს. სა­სა­მარ­თლო­ში ის რუ­სუ­ლად სა­უბ­რობ­და და თარ­ჯი­მა­ნი ეხ­მა­რე­ბო­და.

პრო­კუ­რორ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან გა­ტა­ნი­ლი 12 წიგ­ნი ყალ­ბით შეც­ვა­ლა, ხოლო 5 წიგ­ნი წა­სა­კი­თხად აიღო და უკან არ და­აბ­რუ­ნა. გულ­ბიც­კი­ე­ნეს თქმით, მო­პა­რულ უიშ­ვი­ა­თეს გა­მო­ცე­მებს შო­რის იყო რუსი ავ­ტო­რე­ბის, ივან კრი­ლო­ვის, ალექ­სან­დრე პუშ­კი­ნი­სა და მი­ხე­ილ ლერ­მონ­ტო­ვის წიგ­ნე­ბი.

"მო­პა­რუ­ლია ის­ტო­რი­უ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე XIX სა­უ­კუ­ნის წიგ­ნე­ბი“, – გა­ნა­ცხა­და ი. გულ­ბიც­კი­ე­ნემ.

ბრალ­დე­ბულ­მა ზამ­თა­რა­ძემ სა­სა­მარ­თლო­ში და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა და თქვა, რომ ჩა­დე­ნი­ლი საქ­ცი­ე­ლის გამო ნა­ნობს. "სრუ­ლად ვა­ღი­ა­რებ და­ნა­შა­ულს, გულ­წრფე­ლად ვნა­ნობ“, – გა­ნა­ცხა­და მა­მა­კაც­მა. წაიკითხეთ ვრცლად