"ტელეფონი ჩამომართვეს. ამ სტატუსს სხვა წერს ჩემი გაგზავნილი მესიჯით" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი?
ტელეწამყვანი ნანუკა ჟრჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტსა და ვიდეოს აქვეყნებს. როგორც ცნობილია, მასთან დილით სამართალდამცავები ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ.
"აი რა სარგებლობა მოაქვს დილის 7 საათზე გაღვიძებას. 9 საათი არ იყო რომ მოვიდნენ. 10 კაცია. ზოგი ფორმით, ზოგი უფორმოთ ჯერ საბუთებს ავსებენ. ჩხრეკაა მალე დაიწყებენ. ამ სტატუსს სხვა წერს ჩემი გაგზავნილი მესიჯით. ტელეფონი ჩამომართვეს. ადვოკატს ველოდები. უკეთესი იქნებოდა საბას მოესწრო სკოლაში წასვლა. დანარჩენი, მე რომ ამით ვერ შემაშინებენ იცით:) ცეცხლი ოლიგარქიას! ცეცხლი გაბიტაშვილს და რუს მთავრობას დამხობა" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.