"მარკო რუბიომ სერგეი ლავროვთან საუბარში ხაზი გაუსვა ომის ახლავე დასრულების აუცილებლობას" - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
სახელმწიფო მდივანმა რუს კოლეგასთან საუბარში ხაზი გაუსვა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდგომ ნაბიჯებს და ომის ახლავე დასრულების აუცილებლობას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ტემი ბრიუსის განცხადებაშია აღნიშნული.
მისი ინფორმაციით, 28 აპრილს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თხოვნით, მას და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
„სახელმწიფო მდივანმა რუს კოლეგასთან საუბარში ხაზი გაუსვა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდგომ ნაბიჯებს და ომის ახლავე დასრულების აუცილებლობას. შეერთებული შტატები სერიოზულად არის განწყობილი ამ უაზრო ომის დასრულების ხელშეწყობის მიმართ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
IPN