სკანდალური განცხადება: "ტრამპი-პუტინის მოლაპარაკებებში საქართველო ცალკე საკითხად არის გამოტანილი" - ექსპერტ მირიან მირიანაშვილის პროგნოზი: ვის დარჩება - კვირის პალიტრა

სკანდალური განცხადება: "ტრამპი-პუტინის მოლაპარაკებებში საქართველო ცალკე საკითხად არის გამოტანილი" - ექსპერტ მირიან მირიანაშვილის პროგნოზი: ვის დარჩება კავკასია?!

"ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულება საქართველოსადმი ისეთი არ არის, როგორადაც "ქართული ოცნების" ლიდერები გვიხატავენ, მაგრამ ძალიან დამაინტრიგებელია", - ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი ამერიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის განცხადებას, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრები მოიცავდა­ საქართველოსა და ამერიკის თანამშრომლობის ყველა ასპექტს, მათ შორის გასულ­ წლებში არსებულ პრობლემებს. მირიანაშვილის აზრით, დავითაშვილს მხოლოდ ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენლებთან­ ჰქონდა შეხვედრა და პოლიტიკური სტატ­უსის მქონე პირთაგან არავის შეხვედრია. რა იყო დავითაშვილის ვაშინგტონში ვიზი­ტის მიზანი, რას უკავშირდება სამთავრობო ცვლილებები და რას უნდა ველოდოთ ოპოზიციურ ველზე, ანალიტიკოსი განსხვავებულ ვერსიებს გვთავაზობს.

- ამერიკა-რუსეთს შორის უკვე არის შეთანხმება უკრაინის საქმეზე, უბრალოდ, ჯერ ხელმოწერილი არ არის. ამ შეთანხმებაში საქართველოს საკითხი არ არის, ჩვენი საკითხი ცალკე განხილვის საგნად არის გამოტანილი. დავითაშვილის ვიზიტს ამ საკითხში არაფერი შეუცვლია.

- საქართველო-ამერიკის ურთიერთობის განვითარების როგორი პერსპექტივაა?

- ამაო აღმოჩნდა რუსეთის ცდები, რომ ამერიკასთან მოლაპარაკებები წარმოჩენილიყო იმ ფორმით, თითქოს ვაშინგტონი აღიარებს ჩვენს ქვეყანაში დღეს არსებულ პოლიტიკურ სტატუს-კვოს.

რუსებს­ მეორე ვარიანტი ჰქონდათ - კირილ დმიტრიევის სამოლაპარაკებო ჯგუფს აქვს იდეები, როგორ გადაცვალოს რუსეთმა­ საქა­რთველოზე პოლიტიკური დომინაცია სხვა ბენეფიციებზე.

მას შემდეგ, რაც­ რუსებმა სტატუს-კვოზე პროლონგირების სახელშეკრულებო შედეგი ვერ მიიღეს, გადაწყვიტეს, საქართველოს საკითხი ვაჭრობის საგნად ექციათ. ეს არის აქტიური პოზიტივი...

- რა გავლენას მოახდენს ქართულ-ამერიკულ ეკონომიკურ ურთიერთობაზე ჩვენს ქვეყანაში ჩინეთის გაძლიერებული აქტიურობა?

- მხოლოდ ტრამპი კი არა, ამერიკის ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი პოლიტიკური საზოგადოება ამ საკითხს განიხილავს როგორც ჩინეთის ცდას, ევროპაში გაჭრას ფანჯარა.

მას შემდეგ, რაც ჩინეთმა­ ფეხი მოიკიდა შუა აზიასა და კასპიის­ ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ცხადი იყო, რომ კავკასიაშიც მოინდომებდა ნახტომის გაკეთებას, მაგრამ ამერიკელებს იმედი ჰქონდათ, ეს პროცესი გაჭიანურდებოდა.

დღეს არსებული მოცემულობა ამერიკელებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მათ იმაზე ბევრად მძაფრი რეაქცია აქვთ, ვიდრე ევროპას ჰქონდა, როდესაც რუსეთმა ბალტიის ზღვაზე გაჭრა ფანჯარა.­

"ქართული ოცნება", ადრე თუ გვიან, აუცილებლად გადააწყდება ამერიკელების პოლიტიკურ ულტიმატუმს. ტრამპის პოლიტიკური კულინარია ზუსტად ასეთი მეთოდებით მუშაობს, ის პოლიტიკური შუამავლობებისა და ფარული დიპლომატიის სტილს არ იყენებს - მაქსიმალურად დრამატულ წერტილამდე მიჰყავს ვითარება და მერე მოულოდ­ნელად აჯახებს ულტიმატუმს. ხშირად დროის ლიმიტსაც არ იძლევა. თუ გავითვალისწინებთ, ერთი მხრივ, ამერიკის პოლიტიკური ელიტის უკმაყოფილებას საქართველოში ჩინეთის აქტიურობის გამო და მეორე მხრივ, ტრამპის საქმის წარმოების წესს, მივიღებთ სწორედ პოლიტიკურ ულტიმატუმებს.

- როგორ გგონიათ, აღიარებს ტრამპის­ ადმინისტრაცია "ოცნების" ლეგიტიმაციას?

- სწორედ ლეგიტიმაციის საკითხი იყო პოლიტიკური მძევალი რუსებსა და ამერი­კელებს შორის ჩვენი საკითხის განხილვისას. თუ საქართველოს სტატუსზე შეთანხმდე­ბოდნენ და ამერიკელები რუსების დომინაციას დათანხმდებოდნენ, "ქართული ოცნების" ლეგიტიმაციის საკითხიც ავტომატურად გადაწყდებოდა. რაკი ამერიკელებმა უარი თქვეს უკრაინის კონტე­ქსტში პოსტსაბჭოთა სივრცის თემების­ დალაგებაზე, ეს ნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" ლეგი­ტიმაცია არ იქნება. ამერიკის ადმინისტრაციის იმ ნაწილს, რომელიც­ პოსტსაბჭოთა სივრცეს კურირებს,­ საქართ­ველოსა და კავკასიის საკითხზე რუსეთისგან განსხვავებული ხედვა აქვს. ეს ნიშნავს,­ რომ ქართულ პოლიტიკურ ელიტას, მათ შორის ხელისუფლებას, ბევრი სიურპრიზი ელის.

- უკავშირდება ეს სიურპრიზი ინტერვიუს დასაწყისში თქვენს აზრს, რომ რუსებმა საქართველოს საკითხი ვაჭრობის საგნად აქციეს?

- ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული,­ თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ უკრა­ინის­ საკითხზე, რომელიც უკვე დრამატიზმის პიკზეა. ვიდრე ეს პრობლემა არ გადაწყდება, საქართველოს მთავრობას პოლიტიკური პაუზის კომფორტი აქვს.

ამერიკელები ევროპელებისგან განსხვავებულ პოზიციას ამუშავებენ და რამდენიმე ვერსიას განიხი­ლავენ: პირველი - როგორც მე გავიგე და რაც ძალიან გამიკვირდა, ხელისუფლებას კატეგორიულად მოსთხოვენ ჩინური ლობის დეაქტივაციას პოლიტიკურ ელიტაში.

მე არ ვიცი, ვინ არის ჩინური ლობი, მაგრამ რადგან ამერიკელები ამაზე პედალირებენ, როგორც ჩანს, მათ უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ. ტრამპის ადმინისტრაცია ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლებასთან ფარულ დისკუსიას გამართავს. ეს არის ახლა ამერიკელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და არა დემოკრატიული ღირებულებების დაცვა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ხომ ნახეთ, თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა ლამის მთელი ოპოზიცია დააპატიმრა, 3000 კაცი გაისტუმრა ციხეში, მაგრამ ტრამპს ეს არც აინტერესებს. თუმცა ერდოღანს ამერიკა საგარეო პოლიტიკის გამო არ ედავება­ და ამიტომაც აქვს ასეთი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა. ჩვენს ხელისუფლებას ასეთი ფუფუნება არა აქვს, იმიტომ, რომ მას დასავლეთი პრორუსულობის გამო ედავება. ამერიკელების ნომერი მეორე ულტიმატუმი "ქართული ოცნებისთვის" პრორუსული კურსის დეაქტივაცია იქნება... როგორც ამერიკელები ამბობენ, "ქართულ ოცნებას" ჩინეთთანაც და რუსებთანაც ფარული კომუნიკაცია აქვთ. არ გამოვრიცხავ, ამერიკელების უფრო ძლიერი ზეწოლის თავიდან აცილების მიზნით "ქართულმა ოცნებამ" რუსულ-ჩინური ალიანსისგან შეღავათებიც მიიღოს.

წაიკითხე ვრცლად