"არ მიმიღეს სხვა კლინიკაში..." - იულია ვანი მიხეილ ხუბუტიას თავდასხმის შესახებ ახალ დეტალებს ჰყვება - კვირის პალიტრა

"არ მიმიღეს სხვა კლინიკაში..." - იულია ვანი მიხეილ ხუბუტიას თავდასხმის შესახებ ახალ დეტალებს ჰყვება

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ახალ­გაზ­რდა რუს­მა ქალ­მა იუ­ლია ვან­მა თა­ვის გა­მომ­წე­რებს შემ­ზა­რა­ვი ამ­ბა­ვი აც­ნო­ბა - ქა­ლის თქმით, ღა­მით მის სახ­ლში ყო­ფი­ლი პარტნი­ო­რი, მოს­კო­ვის ოლ­ქის ვაჭ­რო­ბის ექსმი­ნის­ტრი, ქარ­თვე­ლი მი­ხე­ილ ხუ­ბუ­ტია შე­იჭ­რა. მა­მა­კა­ცი იუ­ლი­ას სას­ტი­კად გა­უს­წორ­და და ცუ­ლით ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა.

იუ­ლია ვანი ჯერ კი­დევ სა­ა­ვად­მყო­ფო­შია და მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის გამო და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა არ შე­უძ­ლია.

და­ზა­რა­ლე­ბულს სურს ხუ­ბუ­ტია კა­ნო­ნის მთე­ლი სიმ­კაც­რით და­ი­სა­ჯოს. ბიზ­ნეს­ვუ­მენ­მა ინ­ტერ­ვიუ მის­ცა ქსე­ნია სობ­ჩაკს, რო­მე­ლიც რე­ზო­ნან­სულ ის­ტო­რი­ებს აშუ­ქებს.

"ახლა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას გავ­დი­ვარ. ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოვ­ჯან­მრთელ­დი, ფი­ზი­კუ­რად და მო­რა­ლუ­რად მო­ვე­დი გონს. ბევ­რი რამ მოხ­და. აუ­ცი­ლებ­ლად ყვე­ლა­ფერს მო­გიყ­ვე­ბით: რო­გორ გა­ვი­ქე­ცი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან და რო­გორ არ მი­მი­ღეს სხვა კლი­ნი­კა­ში... მაგ­რამ კარ­გი ამ­ბა­ვიც არის - გუ­შინ მო­ვი­და ჩემ­თან ქსე­ნია სობ­ჩა­კი. ჩვენ მო­ვა­ხერ­ხეთ ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა - მე ყვე­ლა­ფე­რი დე­ტა­ლუ­რად მო­ვუ­ყე­ვი, მთე­ლი ის­ტო­რია მოვ­ყე­ვი. ამ დრო­ის­თვის ჩვენ გვაქვს თავ­დამ­სხმე­ლის და­ნა­შა­უ­ლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა - კა­მე­რებ­მა და­ა­ფიქ­სი­რეს მისი სახე, მან­ქა­ნა. მად­ლო­ბას ვუხ­დი ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც და­მეხ­მა­რა, ვინც მხა­რი და­მი­ჭი­რა“, - ცრემ­ლი­ა­ნი თვა­ლე­ბით გა­ნა­ცხა­და 29 წლის ვან­მა. წაიკითხეთ ვრცლად