რჩეული  ხილ-ბოსტნეული „ჩემი მარაგის“ ასორტიმენტში - კვირის პალიტრა

რჩეული  ხილ-ბოსტნეული „ჩემი მარაგის“ ასორტიმენტში

სწრაფი კვებისა და გადამუშავებული პროდუქტებით გადატვირთულ სამყაროში, ხილ-ბოსტნეულს ხშირად ნაკლები ყურადღება ექცევა. თუმცა მათი ჩართვა ყოველდღიურ რაციონში ყველაზე მარტივი და ბუნებრივი გზაა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

სწორედ ამიტომ, ჩემი მარაგი მაისიდან მომხმარებელს ხილ-ბოსტნეულის განახლებულ ასორტიმენტს სთავაზობს. 500-მდე დასახელების პროდუქტს შორის, რომელშიც შედის თხილეული, ჩირეული, ბურღულეული და მარცვლეული, ხილ-ბოსტნეული მნიშვნელოვანი კომპონენტი ხდება ჯანსაღი და დაბალანსებული კვებისთვის როგორც ბავშვების, ისე ზრდასრულების შემთხვევაში.

„ჩემი მარაგი“ ხილ-ბოსტნეულის კატეგორიაში შემდეგ პროდუქტებს გთავაზობთ: ავოკადო, ბანანი, ლიმონი, კივი, კარტოფილი, ნიორი, ხახვი, სტაფილო და ბადრიჯანი. ამ პროდუქტების მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ისინი ბუნებრივად მდიდარია ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტებით: ვიტამინებით, მინერალებით, ანტიოქსიდანტებითა და უჯრედისით. კონკრეტულად რა სარგებელი მოაქვს მათ რეგულარულ მოხმარებას?

1. აძლიერებს იმუნურ სისტემას

ლიმონი, კივი და ნიორი ბუნებრივი იმუნოსტიმულატორებია იმიტომ, რომ ისინი შეიცავენ ვიტამინების ჯგუფს: C, A და E. ეს პროდუქტები აძლიერებს იმუნურ სისტემას, ეხმარება ორგანიზმს გაციებასა და გრიპის წინააღმდეგ ბრძოლაში და ამცირებს ქრონიკული დაავადებების რისკს.

2. აუმჯობესებს მონელებას და ნაწლავების მიკროფლორას

უჯრედისით მდიდარი საკვები, როგორიცაა, სტაფილო, ქლიავი და ხახვი, ხელს უწყობს მომნელებელი სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, არეგულირებს ნაწლავების მოქმედებას და იცავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს.

3. ხელს უწყობს ჯანსაღი წონის შენარჩუნებას

ხილ-ბოსტნეული დაბალკალორიულია, მაგრამ უხვად შეიცავს წყალსა და უჯრედისს, რაც განაპირობებს დიდი მოცულობით საკვების მიღებას ზედმეტი კალორიების გარეშე.

მაგალითად, თუ ბადრიჯანი, ავოკადო და კარტოფილი სწორი რაოდენობით სწორად მომზადდა, მიღებული კერძი დანაყრებას უწყობს ხელს და მადას ამცირებს.

4. იცავს გულს

ანტიოქსიდანტებისა და კალიუმის მაღალი შემცველობის გამო, ბანანი, ავოკადო და კივი ამცირებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და გულის ჯანმრთელობას.

5. ამაღლებს განწყობასა და ენერგიას

ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი ხილ-ბოსტნეული ხელს უწყობს ტვინის ფუნქციონირებას, არეგულირებს შაქრის დონეს და აუმჯობესებს განწყობას. მაგალითად, ლიმონი, ბანანი და ქლიავი ბუნებრივი ენერგიის წყაროა, რომელიც ხელს უშლის დაღლილობას და დადებითად მოქმედებს გუნება-განწყობაზე.

ყოველი ზემოხსენებული სარგებლის გათვალისწინებით, საოჯახო მარაგების ხილ-ბოსტნეულით შევსება მხოლოდ კომფორტი არ არის - ეს ჯანსაღი ცხოვრების წესის საფუძველიცაა. როდესაც მსგავსი პროდუქტები სახლში მარაგად ინახება, ეს ნიშნავს შემდეგს:

საოჯახო მენიუს ჯანსაღად დაგეგმვა ყოველთვის შესაძლებელი ხდება - იქნება ეს სალათები, სმუზები თუ ბოსტნეულზე დამზადებული წვნიანები.

იქმნება მეტი მრავალფეროვნების შესაძლებლობა - ფერადი ხილისა და ბოსტნეულისგან დამზადებული კერძები არასოდეს არის ერთფეროვანი, საჭმელი ყოველთვის საინტერესო და გემრიელი გამოდის.

ყალიბდება ჯანსაღი კვებითი ჩვევები მთელი ოჯახისთვის - როდესაც საოჯახო მარაგებში დიდი რაოდენობით ახალი და სასარგებლო პროდუქტია, ჯანსაღი კვება ბუნებრივ არჩევანად იქცევა ოჯახის თითოეული წევრისთვის - როგორც ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის.

ჯანსაღი პროდუქცია

იმისთვის, რომ ხილ-ბოსტნეული მომხმარებლამდე ყოველთვის სუფთა და ახალ მდგომარეობაში მივიდეს, პროდუქციის გადარჩევა განსაკუთრებული ყურადღებით ხორციელდება.

,,ჩემი მარაგი“ - საოჯახო მარაგების ონლაინ შეძენის საუკეთესო გამოცდილება

ონლაინ შეძენის საუკეთესო გამოცდილება იქმნება ხელით ნარჩევი პროდუქტების სახლის კარამდე მიტანის სერვისით, რომელიც მოიცავს ნებისმიერი მოცულობის შეკვეთის შესაძლებლობასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასო მიწოდებას.

032 2 42 47 97

www.chemimaragi.ge

https://www.facebook.com/chemimaragi

R