“ცხოვრებაში ვალიდან ვეღარ ამოვალ... დიაბეტიანი ქალი ვარ, ამაზე ვიყავით დამოკიდებული ოჯახი“ - რას ამბობენ ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები - კვირის პალიტრა

“ცხოვრებაში ვალიდან ვეღარ ამოვალ... დიაბეტიანი ქალი ვარ, ამაზე ვიყავით დამოკიდებული ოჯახი“ - რას ამბობენ ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები

დღეს, დი­ლის სა­ა­თებ­ში თბი­ლის­ში, ვაგ­ზლის ბაზ­რო­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ძლი­ე­რი ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხან­ძა­რი “ბორ­ჯო­მის ვაგ­ზლის”ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გაჩ­ნდა, სა­დაც ტან­საც­მლის, ხილ-ბოსტნე­უ­ლის და სხვა­დას­ხვა სა­ხის სა­სა­წყო­ბე ფარ­თე­ბია.

ამ დრო­ის­თვის ხან­ძა­რი ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია, შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. თუმ­ცა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­ვაჭ­რე­ე­ბი “ტე­ლე­კომ­პა­ნია პირ­ველ­თან“ აცხა­დე­ბენ, რომ გა­სა­ყი­დი სა­ქო­ნე­ლი მთლი­ა­ნად გა­უ­ნად­გურ­დათ.

მათი თქმით, ამ დრომ­დე ბაზ­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია არ ჰქო­ნია და გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში არი­ან.

“ცხოვ­რე­ბა­ში ვა­ლი­დან ვე­ღარ ამო­ვალ“ - ასე უპა­სუ­ხა და­ზა­რა­ლე­ბულ­მა რე­პორ­ტი­ორს.

“რაღა დარ­ჩა სა­ხუ­რა­ვიც აღარ არის. თო­დუ­ამ­დე არის დამ­წვა­რი ყვე­ლა­ფე­რი. 07:30-დან 10:30-მდე ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ რამ­ხე­ლა ცე­ცხლი იქ­ნე­ბო­და... “ძეტსკი მი­რის“ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ვარ და ახლა თა­ვის­თა­ვად, ცხოვ­რე­ბა­ში ვა­ლი­დან ვე­ღარ ამო­ვალ.

ვინ რას გე­ტყვის, სა­ერ­თოდ ჩანს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი?" - აცხა­დებს მო­ვაჭ­რე. გააგრძელეთ კითხვა