ბექა ხოფერია იუბილარია - ბიზნესმენს საყვარელი ქალი სოციალური ქსელით ულოცავს და სიყვარულს უხსნის - კვირის პალიტრა

ბექა ხოფერია იუბილარია - ბიზნესმენს საყვარელი ქალი სოციალური ქსელით ულოცავს და სიყვარულს უხსნის

ბექა ხო­ფე­რია იუ­ბი­ლა­რია. ბიზ­ნეს­მენს პირ­ვე­ლად სა­ჯა­როდ და­ბა­დე­ბის დღე მი­უ­ლო­ცა და სიყ­ვა­რუ­ლი აუხ­სნა ნუცა ადა­მი­ამ, გო­გო­ნა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ambebi.ge ცოტა ხნის წინ წერ­და.

"გი­ლო­ცავ, მე შენ მიყ­ვარ­ხარ“, - წერს ნუცა ადა­მია და სხვა­დას­ხვა დროს გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბის კო­ლაჟს აქ­ვეყ­ნებს.

მე­სა­მე გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლის შემ­დეგ მა­ლე­ვე ბე­ქას ცხოვ­რე­ბა­ში ნუცა ადა­მია გა­მოჩ­ნდა. ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას ყო­ფი­ლი რძლი­სა და ბიზ­ნეს­მე­ნის რო­მან­ზე თბი­ლის­ში ბევ­რს სა­უბ­რობ­დნენ, თუმ­ცა, ბე­ქას მე­სა­მე ცოლი სოფო ქურ­დი­ა­ნი, ჩვენ­თან ამ­ბობ­და, რომ წყვილს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ჰქონ­და და ეს მხო­ლოდ ჭო­რე­ბი იყო.

თუმ­ცა ბექა და ნუცა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებ­დნენ ფო­ტო­ებს, რო­მელ­შიც ჩან­და, რომ წყვი­ლი ერთი და იმა­ვე სას­ტუმ­რო­სა და ქვე­ყა­ნა­ში ის­ვე­ნებ­და.

უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა ბექა და ნუცა გრძნო­ბებს აღარ მა­ლა­ვენ, ხში­რად მოგ­ზა­უ­რო­ბენ და სა­ერ­თო ფო­ტო­ებ­საც აქ­ვეყ­ნე­ბენ. წყა­რო გვიყ­ვე­ბა, რომ ბე­ქამ საყ­ვა­რელ ქალს "პორ­შეს" ფირ­მის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნა უყი­და.

გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები