"გადასცემდა ინფორმაციას რუსული სამხედრო კონტინგენტის, აქ არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე" - ოკუპირებულ ცხინვალში ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
ოკუპირებულ "სამხრეთ ოსეთში" ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (კგბ) განცხადებით, დააკავეს 1974 წელს დაბადებული მამაკაცი საქართველოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით დააკავეს..
დაკავებულის ვინაობა არ გახმაურებულა. სავარაუდოდ, მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ ის ადგილობრივი საწარმოს თანამშრომელი იყო.
"მას ჰქონდა სტაბილური კონტაქტი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან, რომლებსაც გადასცემდა ინფორმაციას რესპუბლიკაში განლაგებული რუსული სამხედრო კონტინგენტების, მათი სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში გამგზავრების, ასევე სამხრეთ ოსეთში არსებული შიდა პოლიტიკური ვითარების შესახებ“, - აცხადებენ ცხინვალში. გააგრძელეთ კითხვა