რა აღმოჩნდა თურქულ პომიდორში?! - საქართველოდან 32 ათასი ტონა თურქული პომიდორი უკან გააბრუნეს - კვირის პალიტრა

რა აღმოჩნდა თურქულ პომიდორში?! - საქართველოდან 32 ათასი ტონა თურქული პომიდორი უკან გააბრუნეს

თურქეთიდან შემოტანილი პომიდორი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა. ამის შესახებ ინფორამციას შემოსავლების სამსახური ავრელებს.

უწყების განმარტებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი პომიდორის 2 სასაქონლო პარტია, რომელთა საერთო წონა 32 039 კგ-ს შეადგენდა, საზღვარზე გააჩერეს.

როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების ფარგლებში, პასუხისმგებელი ფიტოსანიტარის მიერ, საქონლის ინსპექტირებისას, პომიდორზე საკარანტინო მავნე ორგანიზმისთვის (Tuta Absoluta - სათბურში, პომიდვრის მენაღმე ჩრჩილის შეჯვარების საწინააღმდეგო საშუალება) დამახასიათებელი კვალი გამოვლინდა.

შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

განაგრძე კითხვა