ვარძიასთან, მტკვარში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს
ვარძიის მიმდებარედ, მტკვარში ცხედარი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, გარდაცვლილი მამაკაცია.
არსებული ინფორმაციით, ის საქართველოს მოქალაქე არ არის.
"ინტერპრესნიუსი"