"როგორ გავუმკლავდებოდი ელიტარულ გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას" - რას ამბობს ლეგენდარული გერმანელი მცველი? - კვირის პალიტრა

"როგორ გავუმკლავდებოდი ელიტარულ გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას" - რას ამბობს ლეგენდარული გერმანელი მცველი?

ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის პირ­ვე­ლი მატ­ჩი ლონ­დონ­ში, "პარი სენ-ჟერ­მენ­სა" და ლონ­დო­ნის "არ­სე­ნალს" შო­რის გა­ი­მარ­თა და პა­რი­ზუ­ლი კლუ­ბის გა­მარ­ჯვე­ბით, 0-1 დას­რულ­და.

მო­ე­დან­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო პსჟ-ს ქარ­თვე­ლი შემ­ტე­ვი, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია. მატ­ჩის ერ­თა­დერ­თი გოლი დემ­ბე­ლემ სწო­რედ "კვა­რას" სა­გო­ლე გა­და­ცე­მის შე­დე­გად გა­ი­ტა­ნა. ანა­ლი­ტი­კუ­რი სა­ი­ტის Flashcore-ის მი­ხედ­ვით, ხვი­ჩას თა­მა­ში ამ მატ­ჩი 7.9 ქუ­ლით შე­ფას­და.

მატ­ჩამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე "ნიუ იორკ თა­იმსმა" ლე­გენ­და­რუ­ლი გერ­მა­ნე­ლი მცვე­ლის, ფი­ლიპ ლა­მის სტა­ტია გა­მო­აქ­ვეყ­ნა სა­თა­უ­რით: "ია­მა­ლი, საკა, კვა­რა­ცხე­ლია: რო­გორ გა­ვუმკლავ­დე­ბო­დი ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ელი­ტა­რულ გა­რე­მარ­ბებს"

ვნა­ხოთ, რას წერს სტა­ტი­ა­ში ფი­ლიპ ლამი კვა­რა­ცხე­ლი­ას შე­სა­ხებ:"შთამ­ბეჭ­და­ვია ის მან­ძი­ლი, რომ­ლის გავ­ლა­საც ახერ­ხებს კვა­რა­ცხე­ლია ბურთთან ერ­თად და ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თოა ამ გარ­ბე­ნის ბო­ლოს. ის მთელ გუნდს რა­ღა­ცას აძ­ლევს. ის არის სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ვარ­სკვლა­ვი, მაგ­რამ ვარ­სკვლა­ვო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ისე­თი­ვე შე­უ­პოვ­რო­ბით მუ­შა­ობს დაც­ვა­ში, რო­გორც თავ­დას­ხმა­ში. ის მებ­რძო­ლია, რო­გორც შე­ტე­ვა­ში, ასე­ვე დაც­ვა­ში. ეს მის ბუ­ნე­ბა­შია. მისი ასე­თი შრო­მა ფრენკ რი­ბე­რის მა­გო­ნებს.

შე­მიძ­ლია წარ­მო­ვიდ­გი­ნო, რო­გო­რი მად­ლი­ე­რე­ბი არი­ან კვა­რა­ცხე­ლი­ას თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი, რომ ის მათ გვერ­დით თა­მა­შობს და ყო­ველ­თვის გრძნო­ბენ, მის გვერ­დით ყოფ­ნას, თა­მა­შის ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში. წაიკითხეთ ვრცლად