ცოლისა და კიდევ 2 პირის მკვლელობაში ბრალდებულის განაჩენი ცნობილია - გურჯაანში მომხდარი შემზარავი დანაშაული - კვირის პალიტრა

ცოლისა და კიდევ 2 პირის მკვლელობაში ბრალდებულის განაჩენი ცნობილია - გურჯაანში მომხდარი შემზარავი დანაშაული

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, 2024 წლის 28 აგვისტოს გურჯაანის მუნიციპალიტეტში 3 პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2024 წლის 28 აგვისტოს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ბრალდებულმა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის და შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა მეუღლეს და შემთხვევის ადგილზე მყოფ პირს, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებული მივიდა სოფელ ზეგაანში და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით კიდევ ერთ დაზარალებულს ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში (სისხლის სამართლის კოდექსის 11',109 -მუხლის „თ“, „კ“, „ლ“ პუნქტებით) და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"

ასევე დაგაინტერესებთ:

"ცოცხლები რომ იყვნენ, ისევ დავხოცავდი" - რა თქვა სასამართლოზე მეუღლისა და კიდევ 2 პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა?

"ახლა მოკლული ბიჭის ძმაზე იეჭვიანა­ - თურმე ხელზე ეამბორა ფიქრიას, სასიამოვნოა თქვენი გაცნობაო, და არ ვიცი, რა მოეჩვენა ზვიადს. სტუმრები რომ გააცილეს, ცოლს ამ დროს მიეპარა უკნიდან და დაჭრა"

"კარგი მეუღლე ჰყავდა, ეჭვიანობის საფუძველი მას არ ჰქონდა...პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა, რომ დათვრებოდა, სულ სხვა ადამიანი იყო" - რას ჰყვება ადგილობრივი გურჯაანში მომხდარ სამმაგ მკვლელობაზე?