გველესიანის ირანული კარიერა სრულდება? - რა ინფორმაცია ვრცელდება ირანულ მედიაში? - კვირის პალიტრა

გველესიანის ირანული კარიერა სრულდება? - რა ინფორმაცია ვრცელდება ირანულ მედიაში?

ირანული მედიის ცნობით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების 30 წევრი გიორგი გველესიანი, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი ეწურება, "პერსოპოლისს" დატოვებს.

sobhefootballi წერს, რომ ეს გადაწყვეტილება გუნდის თურქმა მწვრთნელმა ისმაილ კარტალმა მიიღო, რომელსაც მიაჩნია, რომ ჩვენებური უკვე ასაკშია შესული და ახლა მისი ჩამნაცვლებლის ძიება უკვე დაწყებული აქვს.

ირანული მედია თავად ქართველის ნათქვამსაც ავრცელებს, სადაც გიორგი ამბობს, რომ მისი მომავალი ჯერჯერობით გაურკვევლია, მაგრამ თუ "პერსოპოლისი" ახალ კონტრაქტს შესთავაზებს, შრომით ხელშეკრულებას ხელს მოაწერს, რადგან ეს გუნდი მისთვის ოჯახივითაა და კარიერის დასრულება აქ სურს. წყარო