ხუბუტიას მეგობარი ქალის სკანდალური ინტერვიუ: "ბავშვს არსად ვაჩენდი, რომ ჩვენი ამბავი მიხეილის ცოლამდე არ მისულიყო... როცა თავს დამესხა, ძიძამ თქვა, რომ საძილე აბები მიიღო და არაფერი გაუგია"
აპრილის ბოლოს იულია ვანი მძიმე დაზიანებებით დედაქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. ქალმა განაცხადა, რომ ის მოსკოვის ოლქის ვაჭრობის ექს-მინისტრმა მიხეილ ხუბუტიამ სასტიკად სცემა. ვანი და ხუბუტია წლების განმავლობაში ურთიერთობაში იყვნენ. მათ საერთო ქალიშვილი, ნიკოლი ჰყავთ.
იულია ვანი ჯერ კიდევ საავადმყოფოშია. ის საშუალო სიმძიმის მდგომარეობაში შეიყვანეს. მედიკოსებმა იულიას მრავლობითი დაზიანებები, ხელებისა და ფეხების ჭრილობები. ვანის თქმით მას ფეხი აქვს მოტეხილი.
საავადმყოფოს პალატაში იულია ვანმა ინტერვიუ მისცა ჟურნალისტ ქსენია სობჩაკს. ეტლში მჯდომმა ქალმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ძალიან უნდოდა დაესრულებინა მანკიერი კავშირი დაქორწინებულ ხუბუტიასთან, დაეწყო ახალი ურთიერთობა და ეცხოვრა ბედნიერად. იულიას თქმით, ხუბუტია მის გაშვებას არ აპირებდა. ბიზნესმენი მას ემუქრებოდა, აშანტაჟებდა შვილით, მანიპულირებდა მისით და დევნიდა.
"მისთვის ფული არ მითხოვია, მიუხედავად მისი მდგომარეობისა. ჩემი მეგობრებისგანაც კი ვსესხულობდი ფულს. მით უმეტეს, მაქვს ბიზნესი, რომელიც ახლა იწყებს განვითარებას. ვალები მაქვს. ყველაფერს თავად ვაკეთებდი. მათ ოჯახში არ ვერეოდი. ბავშვს არსად ვაჩენდი, რომ ღმერთმა არ ქნას, ვინმეს ენახა, ზედმეტ სიტყვას არ ვამბობდი. არ მინდოდა ეს მის ოჯახამდე, მის ცოლამდე მისულიყო, რადგან არანაირი სკანდალი არ მინდოდა", - ამბობს იულია ვანი.
თავდასხმის შემდეგ იულია ვანმა შეიტყო, რომ ძიძა, რომელიც მის შვილს უვლიდა, მიხეილ ხუბუტიასთან გარიგებული იყო. დაზარალებული ვარაუდობს, რომ სწორედ მან შეუშვა ბიზნესმენი სახლში იმ საბედისწერო ღამეს.
"მესმოდა ვიღაც სწრაფად ამოდიოდა კიბეზე. შემდეგ კი უბრალოდ ჩრდილივით შემოვიდა ჩემთან ოთახში. ჩუმად, მშვიდად. ამ დროს ვიწექი. გვერდით მომიჯდა, მომესალმა, ვკითხე რა უნდოდა ჩემგან, ვხვდებოდი, რომ არაადეკვატური იყო. შუშის თვალებით მიყურებდა, სულ მცირე, ნასვამი იყო. ვკითხე: "ნასვამი ხარ?" რაზეც მიპასუხა: "კი". ის კანკალებდა", - ჰყვება ვანი.
შემდეგ ხუბუტიამ ეჭვიანობის სცენა მოაწყო, როდესაც გოგონამ აღიარა, რომ ახალგაზრდა მამაკაცთან ურთიერთობდა. ვანის თქმით, ხელები გაუკავა და მოულოდნელად პატარა სანადირო ცული ამოიღო. ყვიროდა "მოგკლავ" და დარტყმა დამიწყო.