110 წელი ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან - განახლებული ტომეულის შეძენა მალე, სპეციალურ ფასად იქნება შესაძლებელი - კვირის პალიტრა

110 წელი ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან - განახლებული ტომეულის შეძენა მალე, სპეციალურ ფასად იქნება შესაძლებელი

წელს ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 110 წელი გავიდა. ის მხოლოდ მწერალი კი არა, სულიერი გზამკვლევია ქართული ერისთვის. ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, გამომცემლობა „პალიტრა L“ მკითხველს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან სიახლეს სთავაზობს.

se72wa24-1746183918.jpg

ხუთტომეულის პირველი ტომი 5 მაისიდან გამოვა და თვეში ერთხელ თითო ტომი იქნება ხელმისაწვდომი. ერთი ტომის ფასი, შეძენის სპეციალური პირობების ფარგლებში მხოლოდ 8 ლარი იქნება.

ვაჟას ხუთტომეული მოიცავს:

· ტომი I – ლექსები;

· ტომი II – ლექსები;

· ტომი III – პოემები („გველის მჭამელი“, „ალუდა ქეთელაური“, „ბახტრიონი“, „შვლის ნუკრის ნაამბობი“ და სხვა);

· ტომი IV – მოთხრობები;

· ტომი V – მოთხრობები, წერილები და პუბლიცისტიკა.

l7-sgaol-1746183917.jpg

პირველი ტომის შეძენა შესაძლებელი იქნება 5 მაისიდან, სპეციალურ ფასად – მხოლოდ 8 ლარად, „პალიტრა L“-ის ვებგვერდსა და აპლიკაციაში, ასევე „ბიბლუსის“ მაღაზიებსა და პრესის გავრცელების ჯიხურებში.

გამომცემლობა „პალიტრა L“-ის ახალი სერია კარგი შესაძლებლობაა, შეაგროვოთ ქართველი კლასიკოსი მწერლის შემოქმედება, ხელმისაწვდომ ფასად.

R