რატომ არ ელაპარაკება პრინცი მამას? - ჰარიმ განაცხადა, რომ სამეფო ოჯახთან შერიგება სურს
პრინცმა ჰარიმ განაცხადა, რომ სამეფო ოჯახთან შერიგება სურს, მიუხედავად იმისა, რომ მამის - მეფე ჩარლზის მხრიდან კომუნიკაცია გაწყვეტილია.
სასექსის ჰერცოგმა BBC-ს უთხრა, რომ მას მამა, სახელმწიფო დაცვასთან დაკავშირებით სასამართლო დავის შემდეგ აღარ ელაპარაკება. ჰარის თქმით, არ იცის კიდევ რამდენი დრო დარჩა მეფეს, ამიტომ ყველაფერი დაივიწყა, ოჯახს ყველაფერი აპატია და შერიგება სურს.
კალიფორნიიდან საუბრისას მან თქვა, რომ სამეფო ოჯახთან "ბევრი დაპირისპირება“ ჰქონდა.
პრინცმა აღნიშნა, რომ "შეუძლებელია“, ბრიტანეთში უსაფრთხოდ დააბრუნოს ოჯახი მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დაცვასთან დაკავშირებულ სასამართლო გარჩევაში დამარცხდა.
შეგახსენებთ, გასულ წელს მან წააგო საქმე სასამართლოში, სადაც ის დიდი ბრიტანეთის მთავრობას უჩიოდა და ამტკიცებდა, რომ მისთვის სახელმწიფო დაცვის გაუქმება უკანონო იყო. სანამ დიდი ბრიტანეთი პრინც ჰარის და მის ოჯახს სახელმწიფო დაცვას გაუუქმებდა, სასექსის ჰერცოგმა და მისმა ცოლმა მეგან მარკლმა განაცხადეს, რომ ისინი უარს ამბობდნენ სამეფო ტიტულებზე. წაიკითხეთ ვრცლად