"ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემს შვილებს შორის ასაკობრივი სხვაობა 24 წელი იქნებოდა... სულ 20 დღის წინ ახდა ჩემი ოცნება, გიორგი ძალიან კარგი მამაა" - ნინო თოლორდავას ახალი ცხოვრება - კვირის პალიტრა

"ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემს შვილებს შორის ასაკობრივი სხვაობა 24 წელი იქნებოდა... სულ 20 დღის წინ ახდა ჩემი ოცნება, გიორგი ძალიან კარგი მამაა" - ნინო თოლორდავას ახალი ცხოვრება

აგ­ვის­ტოს ბოლო, ნინო თო­ლორ­და­ვა დედა გახ­და. ჟურ­ნა­ლისტს მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა­ში მე­ო­რე შვი­ლი შე­ე­ძი­ნა. თადა ერეკ­ლე სუ­რო­გა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით და­ი­ბა­და. რო­გორც ნი­ნომ გა­და­ცე­მა­ში „სთო­რი“ აღ­ნიშ­ნა, მას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, ბავ­შვის გა­ჩე­ნა არ შე­ეძ­ლო.

ნი­ნოს მე­უღ­ლე ბიზ­ნეს­მე­ნი გი­ორ­გი და­ვი­თა­ი­აა, რო­მელ­საც პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი უფ­რო­სი შვი­ლი ჰყავს. ნინო ასე­ვე ახალ­გაზ­რდა ბე­ბი­აა, ამი­კო ხა­ზა­ლია, რო­მე­ლიც ნი­ნოს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს, 3 წლის ნოას მა­მაა.

ჟურ­ნა­ლის­ტმა "თბი­ლი­სე­ლებ­თან" იმ ემო­ცი­ებ­ზე ისა­უბ­რა, რაც შვი­ლის და­ბა­დე­ბას მოჰ­ყვა. ამ­ბობს, რომ თადა ერეკ­ლემ მისი და გი­ორ­გის ოჯა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­ხა­და.

- რო­გორც კი ჩემი შვი­ლი და­ვი­ნა­ხე, მა­შინ­ვე ეი­ფო­რია და­მე­უფ­ლა და ამ დრომ­დე იმა­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ. ეს ენით აღუ­წე­რე­ლი ემო­ცი­აა – ში­ნა­გა­ნი შფო­თი, სი­ხა­რუ­ლი, ბედ­ნი­ე­რე­ბა – ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად ახ­ლავს. ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ჩემს პირ­ველ და მე­ო­რე შვილს შო­რის სხვა­ო­ბა 24 წელი იქ­ნე­ბო­და. ეს კი­დევ უფრო სა­ო­ცარს ხდის ამ ის­ტო­რი­ას.

nino-tolordava-o-h-1746260352.jpeg

ამი­კო რომ და­ი­ბა­და, ალ­ბათ, ოთხი წლის იყო, იმ პე­რი­ო­დი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან მინ­დო­და მე­ო­რე შვი­ლი. მაგ­რამ არა და არ დგე­ბო­და ეს ბედ­ნი­ე­რი მო­მენ­ტი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. სულ 20 დღის წინ ახდა ჩემი ოც­ნე­ბა და თით­ქოს, ცხოვ­რე­ბა თა­ვი­დან და­ი­წყო, ხელ­მე­ო­რედ შე­ი­ძი­ნა აზრი.

მთე­ლი ცხრა თვე ერთი სული მქონ­და, რო­დის და­ვი­ნა­ხავ­დი ჩემი შვი­ლის სა­ხეს. მე და ჩემი მე­უღ­ლე ვსა­უბ­რობ­დით ხოლ­მე: შენი თვა­ლი ექ­ნე­ბა თუ ჩემი, შენი ცხვი­რი ექ­ნე­ბა თუ ჩემი, ქერა იქ­ნე­ბა თუ შავგვრე­მა­ნი... სულ ამა­ზე ვფიქ­რობ­დი. ღამე რომ ვწვე­ბო­დი, ჩემი შვი­ლის სახე მე­სიზ­მრე­ბო­და. თან, შფო­თი მქონ­და, ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. რო­დე­საც პირ­ველ შვილს ვე­ლო­დი, ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტი­ვად იყო. არც ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, არც ვღე­ლავ­დი. რო­გო­რი იქ­ნე­ბა, ხომ ორი­ვე ხელ­ზე ხუთი თითი ექ­ნე­ბა, ფეხ­ზეც, არა? 24 წლის წინ ასეთ ელე­მენ­ტა­რულ რა­მე­ებ­ზე არ ვფიქ­რობ­დი (იცი­ნის). ახლა ყვე­ლა­ფერ­ზე ვღე­ლავ­დი. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რა­მეს რომ წა­ვი­კი­თხავ­დი, ყვე­ლა­ფერს ჩემს თავ­ზე წარ­მო­ვიდ­გენ­დი და ეს გან­ცდებს მიმ­ძაფ­რებ­და.

ცხრა თვე ყვე­ლა­ფერ­ზე ვღე­ლავ­დი. ხომ ორი თვა­ლი და ორი ფეხი ექ­ნე­ბა, ხომ კარ­გად იქ­ნე­ბა – ისეთ რა­მე­ებ­ზე ვღე­ლავ­დი, ძა­ლი­ან ელე­მენ­ტა­რულ­სა თუ მნიშ­ვნე­ლო­ვან­ზე, რა­ზეც წე­სით, არ უნდა იფიქ­რო. ვამ­ბობ­დი, ოღონდ და­ვი­ნა­ხო და ჯან­მრთე­ლი იყოს-მეთ­ქი. ღმერ­თმა შე­ის­მი­ნა ჩემი ლოც­ვა-ვედ­რე­ბა და ჩემი თადა ერეკ­ლე ზუს­ტად ისე­თი და­ი­ბა­და, რო­გორ­ზეც მი­ოც­ნე­ბია. თუმ­ცა, სი­მარ­თლე გი­თხრათ, იმ­დე­ნად ლა­მა­ზია, ასეთ­ზეც არ მი­ოც­ნე­ბია (იცი­ნის).

ახლა მე და გი­ორ­გი ვსხედ­ვართ და ვსა­უბ­რობთ ხოლ­მე, რას ვა­კე­თებ­დით თადა ერეკ­ლეს გა­რე­შე, რო­გორ ვცხოვ­რობ­დით. გი­ორ­გი მარ­ტი­ვად მპა­სუ­ხობს: უბ­რა­ლოდ, კარ­გად გვე­ძი­ნაო (იცი­ნის).

ნი­ნოს თქმით, რო­გორც ბე­ბია შვი­ლიშ­ვი­ლის აღ­ზრდა­ში ჩარ­თუ­ლი არ არის, რად­გან ნოა დე­დის დე­დას­თან იზ­რდე­ბა.

– მე იმ დო­ზით არ ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლის აღ­ზრდა­ში, რო­გორც მა­გა­ლი­თად, ახლა დე­და­ჩე­მია ჩარ­თუ­ლი თადა ერეკ­ლეს აღ­ზრდა­ში, რო­გორც იყო ამი­კოს აღ­ზრდა­ში ჩარ­თუ­ლი. თადა ერეკ­ლეს ორი­ვე ბე­ბია, დე­და­ჩე­მიც და მე­უღ­ლის დე­დაც, ორი­ვე თა­ვი­დან ბო­ლომ­დე მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ მის აღ­ზრდა­ში. სამ­წუ­ხა­როდ, მე ამ დო­ზით არ ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლის აღ­ზრდა­ში. ნოა იზ­რდე­ბა დე­დის დე­დას­თან, არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ქალ­ბა­ტონ­თან და გა­მო­დის, რომ მე შვი­ლიშ­ვილ­თან უფრო მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს.

ჩემი შვი­ლი დი­დია, გი­ორ­გის შვი­ლე­ბიც 20 და 16 წლი­სე­ბი არი­ან, თადა ერეკ­ლე კი ძა­ლი­ან პა­ტა­რაა და შე­სა­ბა­მი­სად, დიდ­ხანს იქ­ნე­ბა ჩვენ­თან, ამა­ზე ფიქ­რი ძა­ლი­ან გვა­ხა­რებს. გააგრძელეთ კითხვა