"აშშ-ის არმიის 250 წლის იუბილეს აღსანიშნავად, დონალდ ტრამპის დაბადების დღეს, სამხედრო აღლუმი ჩატარდება" - CNN - კვირის პალიტრა

"აშშ-ის არმიის 250 წლის იუბილეს აღსანიშნავად, დონალდ ტრამპის დაბადების დღეს, სამხედრო აღლუმი ჩატარდება" - CNN

"აშშ-ის არმიის 250 წლის იუბილეს აღსანიშნავად, დონალდ ტრამპის დაბადების დღეს, სამხედრო აღლუმი ჩატარდება" - CNN

აშშ-ის არმიის 250 წლის იუბილეს აღსანიშნავად, დონალდ ტრამპის დაბადების დღეს, სამხედრო აღლუმი ჩატარდება, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აშშ-ის არმიის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, პრეზიდენტი ტრამპი 14 ივნისს სამხედრო აღლუმით პატივს მიაგებს ამერიკელ ვეტერანებს, აქტიურ სამხედრო მოსამსახურეებსა და სამხედრო ისტორიას!“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერის მოადგილემ, ანა კელიმ.

გავრცელებული ინფორმაციით, აღლუმში მონაწილეობას 6600-ზე მეტი ჯარისკაცი, 150 სატრანსპორტო საშუალება, 50 ვერტმფრენი, შვიდი ორკესტრი და რამდენიმე ათასი სამოქალაქო პირი მიიღებს.