"ტრაგედია ტრიალებს, გიოს ორი პატარა შვილი დარჩა..." - რას ჰყვებიან სამეგრელოში ავარიაში დაღუპულ ახალგაზრდაზე - კვირის პალიტრა

"ტრაგედია ტრიალებს, გიოს ორი პატარა შვილი დარჩა..." - რას ჰყვებიან სამეგრელოში ავარიაში დაღუპულ ახალგაზრდაზე

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და სა­მეგ­რე­ლო­ში. ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჭა­ლა­დიდ­ში მომ­ხდა­რი ავა­რი­ის შე­დე­გად ერთი პირი გარ­და­იც­ვა­ლა, ერთი კი და­შავ­და.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერ­თმა­ნეთს დის­ტრი­ბუ­ცი­ი­სა და სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი შე­ე­ჯა­ხა.შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, დის­ტრი­ბუ­ცი­ის მან­ქა­ნის მძღო­ლი, 22 წლის ახალ­გაზ­რდა გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო მან­ქა­ნა­ში მყო­ფი მისი 10 წლის ძმა და­შავ­და.და­შა­ვე­ბუ­ლი სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ ფო­თის ჰოს­პი­ტალ­ში გა­და­იყ­ვა­ნა. ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სა­ხის არე­ში აღე­ნიშ­ნე­ბა და მას ახლა შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვე­ბი უტარ­დე­ბა

გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა გი­ორ­გი ჟორ­ჟო­ლი­ა­ნია. ის ქუ­თა­ი­სი­დან იყო. მას მე­უღ­ლე და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა.

გი­ორ­გი ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი დის­ტრი­ბუ­ტო­რად მუ­შა­ობ­და. მას­ზე წარ­სულ­ში სა­უ­ბა­რი მის ახ­ლობ­ლებს ძა­ლი­ან უჭირთ.

"სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს. გიოს ორი პა­ტა­რა შვი­ლი დარ­ჩა. ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო, ჩას­ძი­ნე­ბია და შემ­დეგ მომ­ხდა­რა ეს ავა­რია, რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლე­ბენ. გააგრძელეთ კითხვა