"თბილისი ცენტრალი" განცხადებას ავრცელებს ე.წ ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარზე
"სს თბილისი ცენტრალი აცხადებას სრულ მზაობას უმოკლეს ვადებში მოამზადოს ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე სავაჭრო სივრცის რეკონსტრუქციის პროექტი", - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისი ცენტრალი ავრცელებს.
ცნობისთვის, 30 აპრილს თბილისში, “ბორჯომის ვაგზლის” ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, სადაც ტანსაცმლის, ხილ-ბოსტნეულის და სხვადასხვა სახის სასაწყობე ფართებია.
უცვლელად გთავაზობთ "თბილისი ცენტრალის" მიერ გავრცელებულ განცხადებას
"მიმდინარე წლის 30 აპრილს, დაახლოებით დილის 6 საათზე, ვაგზლის მოედნის მიმდებარედ, ე.წ ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე არსებულ ბაზრობაზე გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც სრულად დაიწვა 12 000 მ2 სავაჭრო და სასაწყობო სივრცე.აღნიშნული ტერიტორია 49 წლიანი გრძელვადიანი იჯარით აღებული აქვს ს.ს თბილისი ცენტრალს საქართველოს რკინიგზისგან. არსებული საიჯარო ხელშეკრულების ქვეშ, ამ ტერიტორიაზე ბაზრობის მოწყობას და ფუნქციონირებას ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებდა შპს ბაქანი.
ხანძრის შედეგად დაზარლდა შპს ბაქანი და მათ მიერ დასაქმებული 300-ზე მეტი მოვაჭრე, სს თბილისი ცენტალი და მისი სხვა მოიჯარეები რომლებმაც ერთობლივად რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელეს აღნიშნული ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწყობაში.
მიუხედავად მიღებული მნიშვნელოვანი ზარალისა, სს თბილისი ცენტრალი აცხადებას სრულ მზაობას უმოკლეს ვადებში მოამზადოს ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე სავაჭრო სივრცის რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება მსგავსი სივრცეების ოპერირების თანამედროვე ნორმებსა და მოთხოვნებთან.სს თბილისი ცენტრალს გააჩნია ყველანაირი საჭირო რესურსი რომ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ოპერატიული თანხმობის მიღებისთანავე, განახორციელოს საჭირო ინვესტიცია სავაჭრო სივრცის მაქსიმალურად მოკლე ვადებში რეკონსტრუქციისთვის, რაც საშულებას მისცემს დაზარალებულ მოიჯარეებს აღადგინონ კომერციული საქმიანობა.
ვითვალისწინებთ რა დაზარალებული მოვაჭრეების მდგომარეობას, ბაზრობის ოპერატორთან ერთად ვიხმართ ყველანაირ ღონეს რომ მათ შევთავაზოთ კომერციული საქმიანობის განახლების შეღავათიანი პირობები და ხელი შევუწყოთ დაუბრუნდნენ ცხოვრების ნორმალურ რითმს", - აღნიშნულია თბილისი ცენტრალის განცხადებაში.