"ქალაქში კოკაინის სახელით იყიდება ძვირადღირებული ნარკოტიკული ნივთიერება... რაც უკიდურესად საშიშია სიცოცხლისთვის" - რას წერს ზურაბ სიხარულიძე? - კვირის პალიტრა

"ქალაქში კოკაინის სახელით იყიდება ძვირადღირებული ნარკოტიკული ნივთიერება... რაც უკიდურესად საშიშია სიცოცხლისთვის" - რას წერს ზურაბ სიხარულიძე?

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"მეგობრებო, მსურს მოგაწოდოთ მეტად საყურადღებო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

screenshot-2025-05-04-193110-1746372701.png

ბოლო დღეებში ქალაქში იყიდება ძვირადღირებული ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც იყიდება კოკაინის სახელით. თუმცა, როგორც ირკვევა აღნიშნული ნივთიერების გამოყენებას მოჰყვა რამდენიმე ზედოზირების შემთხვევა, მათ შორის ლეტალური.

არსებული ეჭვის მიხედვით, რეალურად არ არის კოკაინი - სავარაუდოდ, საქმე გვაქვს მეტადონის კრისტალისა და ფენტანილის ნარევთან, რაც უკიდურესად საშიშია სიცოცხლისთვის.

გთხოვთ, სიფრთხილე გამოიჩინოთ და გაავრცელოთ ეს ინფორმაცია, რათა თავიდან ავიცილოთ მძიმე შედეგები. გაუფრთხილდით საკუთარ და სხვის სიცოცხლეს" - წერს ზურაბ სიხარულიძე