რა ხდება სოფელ ბაბილთან, სადაც მეწყერი ჩამოწვა - კვირის პალიტრა

რა ხდება სოფელ ბაბილთან, სადაც მეწყერი ჩამოწვა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე სოფ. ბაბილთან ჩამოწოლილი მეწყერი ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება.

მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.

„სოფელ ბაბილთან მეწყერი 5 მაისს გამთენიას ჩამოწვა, რის გამოც დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა უახლოეს პერიოდში აღდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"