"ყველა ისე ცხოვრობს, როგორც დაიმსახურა" - თიკა ჯამბურია კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, რას პასუხობს კრიტიკოსებს მომღერალი?
თიკა ჯამბურიას ახალ სიმღერას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მას მწვავედ აკრიტიკებენ, რასაც თიკა ჯამბურია გამოეხმაურა:
„ადამიანები თავად ანგრევენ და აშენებენ საკუთარ პიროვნებას, მხოლოდ თავად შეუძლიათ განვითარდნენ და მხოლოდ თავად შეუძლიათ შექმნან საკუთარი აურა და ენერგია...
ჩვენ ამ სიმღერაში ბედისწერას და ავადმყოფობებს არ ვგულისხმობთ, ჩვენ იმ რთული პერიოდების დამარცხებაზე და საკუთარი თავის ახლიდა შექმნაზე ვმღერით", - წერს ჯამბურია.
ქართული მუსიკალური სამყარო უკვე წლებია ახალი სიმღერებით ნაკლებად არის განებივრებული. მომღერალ თიკა ჯამბურიასა და თედო გოგოლაძის დუეტმა "აურა", დღის სინათლე აპრილის ბოლოს იხილა. სიმღერა ძალიან მელოდიურია, მაყურებელმა ადვილად დაიმახსოვრა და აიტაცა, თუმცა საკამათო ტექსტის ნაწილი გახდა, განსაკუთრებულად სიმღერაში გამეორებული ფრაზა "ყველა ისე ცხოვრობს, როგორც დაიმსახურა", - სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილმა ეს მძიმე განცხადებად აღიქვა, იმ ადამიანების მიმართ, ვინც ბედის უკუღმართობის მსხვერპლია.
საზოგადოების მწვავე რეაქციის საპასუხოდ, თიკა ჯამბურიამ ჩვენთან ინტერვიუში განმარტა სიმღერის ნამდვილი შინაარსი და გამოთქვა საკუთარი მოსაზრებები ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით. მისი თქმით, სიმღერა არანაირად არ გულისხმობს იმას, რომ ტრაგიკული მოვლენები ადამიანის "დამსახურებაა". მომღერალი ხაზს უსვამს, რომ ტექსტი უფრო მეტად ადამიანის შინაგან განწყობასა და სამყაროში გაგზავნილ ენერგიაზეა ორიენტირებული და არა ბედისწერის უპირობო განსაზღვრაზე.
რა იმალება სინამდვილეში სიმღერის "აურას" მიღმა? რატომ გამოიწვია კონკრეტულად ამ ფრაზამ ასეთი მძაფრი რეაქცია საზოგადოებაში? და რა არგუმენტები აქვს თიკა ჯამბურიას კრიტიკოსების მისამართით? ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხებს ინტერვიუში წაიკითხავთ
- თიკა, რას უპასუხებთ სიმღერის კრიტიკოსებს, რომლებიც სვამენ კითხვას, თუ რას გულისხმობთ ფრაზაში - ყველა ისე ცხოვრობს, როგორც დაიმსახურა?
- ეს თედოს ტექსტია, რას უნდა ვგულისხმობდეთ, ვინმეს ჰგონია, რომ ამ ტექსტში შეიძლება იგულისხმებოდეს, რომ შვილმკვდარი დედები ან ლეიკემიანი ბავშვები იმსახურებენ სიკვდილს?
- სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ერთ-ერთი ტიკტოკერი სვამდა კითხვას, ადამიანს, რომელმაც მატარებელმა გადაუარა და თავი მოწყვიტა, ის ამას იმსახურებდა?
- ასეთი ადამიანები ვერც ვერასოდეს მიხვდებიან ვერაფერს, მარტივი აზროვნება აქვთ და ჰგონიათ, რომ თვალს გავახელ ზედ წამწამზე მიზიხარ, ნიშნავს, რომ თვალს რომ გაახელენ ზედ წამწამზე ეჯდებათ ვინმე.
როგორც უკვე გითხარით, ეს ტექსტი ჩემი არ არის, თედოსია სიმღერა და ტექსტიც მას ეკუთვნის.
ვიდეო იხილეთ ბმულზე