როგორი ამინდი იქნება საქართველოში 5-6 მაისს - სინოპტიკოსების ახალი პროგნოზი - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 5-6 მაისს - სინოპტიკოსების ახალი პროგნოზი

5 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ­ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

"ინტერპრესნიუსი"