"ჩემი ძმა ცემით არის მოკლული... გაჩუმებას არ ვაპირებთ" - გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი მომხდარის სამართლიან გამოძიებას ითხოვს - კვირის პალიტრა

"ჩემი ძმა ცემით არის მოკლული... გაჩუმებას არ ვაპირებთ" - გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი მომხდარის სამართლიან გამოძიებას ითხოვს

გლ­და­ნის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­ში" 30 იან­ვარს და­ზი­ა­ნე­ბე­ბით გა­დაყ­ვა­ნი­ლი 46 წლის პა­ტი­მა­რი, იო­სებ გორ­გა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. პა­ტი­მა­რი კლი­ნი­კა­ში შეყ­ვა­ნის დღი­დან აპა­რატ­ზე იყო შე­ერ­თე­ბუ­ლი.

იო­სებ გორ­გა­ძის ად­ვო­კატ მუხ­რან ღურწკა­ი­ას თქმით:

"წუ­ხელ, და­ახ­ლო­ე­ბით, 22:00 სა­ათ­ზე, ოჯახს შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ გარ­და­იც­ვა­ლა იმ და­ზი­ა­ნე­ბე­ბით, რა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი­თაც ის გლ­და­ნის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გა­და­იყ­ვა­ნეს. და­ახ­ლო­ე­ბით, 3 თვე იბ­რძო­ლა სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნის­თვის, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. გა­მო­ძი­ე­ბას დღემ­დე არა­ნა­ი­რი შე­დე­გი არ და­უ­დია, ბრალ­დე­ბუ­ლი არა­ვი­ნაა და მი­უ­ხე­და­ვად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი­სა, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წილ­მა გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 118-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. ვი­ნა­ი­დან გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი დად­გა, ახლა გა­მო­ძი­ე­ბა სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა და­ი­წყო“, - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

ღურწკა­ი­ას თქმით, პა­ცი­ენ­ტი ცი­ხე­ში სა­სიკ­ვდი­ლოდ სცე­მეს და აწა­მეს. თუ ვისი მხრი­დან გან­ხორ­ცი­ელ­და ძა­ლა­დო­ბა, პა­ტიმ­რე­ბის, თუ იქ მო­მუ­შა­ვე თა­ნამ­შრომ­ლე­ბის, ეს ად­ვო­კა­ტის­თვის უც­ნო­ბია.ღურწკა­ი­ას თქმით, გორ­გა­ძეს სა­ხის ძვლე­ბი ჰქონ­და და­ლე­წი­ლი, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, პა­ტი­მარს სა­ხის არე­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 30-მდე მო­ტე­ხი­ლო­ბა და ასე­ვე ტვი­ნის შე­შუ­პე­ბა ჰქონ­და.

სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­ში“ 46 წლის იო­სებ გორ­გა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და ამ­ტკი­ცებს, რომ პა­ტი­მარ­ზე ძა­ლა­დო­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

რო­გორც უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ტენ­სი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად პა­ტი­მარ­თან ჩხუ­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი არ დას­ტურ­დე­ბა.

"სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი ბრალ­დე­ბუ­ლი ი. გ.-ს გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა.

სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი უსამ­ძიმ­რებს პა­ტიმ­რის ოჯა­ხის წევ­რებს და გმობს პა­ტიმ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას, რაც ცალ­კე­უ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მხრი­დან ადა­მი­ა­ნუ­რი ტრა­გე­დი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბის მო­რი­გი მა­გა­ლი­თია.

გვსურს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ ერთხელ გან­ვუ­მარ­ტოთ, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ი.გ. №8 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გან­თავ­სდა კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნა­თა დაც­ვით. და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შე­სახ­ლე­ბის დღი­დან ბრალ­დე­ბუ­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ. მას შე­სახ­ლე­ბი­სას ჩა­უ­ტარ­და პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბა და სა­თა­ნა­დო კვლე­ვე­ბი.

ამას­თა­ნა­ვე, ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ბრალ­დე­ბულ ი.გ.-ს ან მის უფ­ლე­ბა­დამ­ცველს და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის სრუ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის და №8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მი­მართ რა­ი­მე სა­ხის სა­ჩი­ვა­რი ბრალ­დე­ბუ­ლის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ არ და­უ­ფიქ­სი­რე­ბი­ათ.

რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, 2025 წლის 23 იან­ვარს ბრალ­დე­ბუ­ლი ი.გ.-ს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და. და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მყი­სი­ე­რად გა­მო­ი­ძა­ხა 112-ის სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო ბრი­გა­და, რო­მელ­მაც ბრალ­დე­ბუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის მულ­ტიპრო­ფი­ლურ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნა. ბრალ­დე­ბუ­ლი ი.გ. იმ­ყო­ფე­ბო­და სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ, თუმ­ცა 2025 წლის 4 მა­ისს გარ­და­იც­ვა­ლა.

იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო და სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი აქ­ტი­ურ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და ბრალ­დე­ბუ­ლის ოჯახ­თან და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­თან.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით კი­დევ ერთხელ ვა­ცხა­დებთ, რომ ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მის­მა და­ნა­ყოფ­მა მყი­სი­ე­რად და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა და მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ინ­ტენ­სი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩხუ­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში არ დას­ტურ­დე­ბა.

ამ­ჟა­მად, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებ­ში ჩარ­თუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რიც. სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ ეც­ნო­ბე­ბა შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ.

ამას­თა­ნა­ვე, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო მზად­ყოფ­ნას გა­მოთ­ქვამს, ბრალ­დე­ბუ­ლი ი.გ.-ს ოჯა­ხის წევ­რებს, მის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებს მი­ა­წო­დოს კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ძი­ე­ბის ეფექ­ტი­ა­ნად და სრულ­ყო­ფი­ლად წარ­მარ­თვის ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დის“ სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა ზუ­რაბ ჩა­ხა­ი­ძემ, რომ­ლის თქმი­თაც, არა­ერ­თი ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გი დად­გა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი თა­ვის ტვი­ნის ტრავ­მა აღ­მოჩ­ნდა.

ცნო­ბი­სათ­ვის, იო­სებ გორ­გა­ძე სას­ჯელს ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის გამო იხ­დი­და, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში წალ­კა­ში მოხ­და, რა­საც 4 ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

ად­ვო­კა­ტი მუხ­რან ღურწკა­ია გვე­უბ­ნე­ბა:

" იო­სებ გორ­გა­ძეს ავა­რია მო­უხ­და წალ­კა­ში და 4 კაცი მო­უკ­ვდა, ოთხი­ვეს პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი დარ­ჩა. ისი­ნი გა­უ­ბე­დურ­დნენ, ეს ადა­მი­ა­ნიც გა­ა­უ­ბე­დუ­რეს. გორ­გა­ძე დე­კემ­ბერ­ში და­ა­კა­ვეს, ორ­თვი­ა­ნი ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი და მა­ლე­ვე, იან­ვრის ბო­ლოს სას­ტი­კად სცე­მეს, რის შე­დე­გა­დაც "ვი­ვა­მედ­ში“ გა­და­იყ­ვა­ნეს. მარ­ტო პა­ტი­მა­რი ფი­ზი­კუ­რად ამას ვერ იზამ­და, ეს სხვე­ბის გა­კე­თე­ბუ­ლია. მოკ­ლეს ადა­მი­ა­ნი, პრაქ­ტი­კუ­ლად მკვდა­რი იყო ეს სამი თვე, აპა­რატ­ზე შე­ერ­თე­ბუ­ლი. ვე­რა­ფერს ვამ­ბობ, რა მოხ­და, მაგ­რამ ის, რომ რი­გით პა­ტი­მარს ჩხუ­ბი მო­უ­ვი­და სხვე­ბის ჩა­რე­ვის გა­რე­შე, ამის არ მჯე­რა, გა­მო­რი­ცხუ­ლია. ეს რომც მოს­ვლო­და, მა­ინც ერთი ადა­მი­ა­ნი ვერ უზამ­და ამ­დენს. არა­ფე­რი ვი­ცით, ვინ რა გა­ა­კე­თა, რა მოხ­და, ფაქ­ტია, რომ კაცს თა­ვის არე­ში უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი ჰქონ­და, არა­ნა­ი­რი ტვი­ნის ინ­სულ­ტი. ოჯა­ხი არ აპი­რებს გა­ჩე­რე­ბას, იო­სებს ზეგ დაკ­რძა­ლა­ვენ და ამის შემ­დეგ პა­სუ­ხი უნდა მო­ე­თხო­ვოს ყვე­ლას, სხვა გზა არ არ არის“.

AMBEBI.GE გარ­დაც­ვლი­ლი პა­ტიმ­რის ძმას, შოთა გორ­გა­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

" სი­ნამ­დვი­ლე­ში რა მოხ­და, არ ვიცი, მაგ­რამ ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულს რომ აქვს ად­გი­ლი, ეს ფაქ­ტია. ჩემი ძმა ცე­მი­თაა მოკ­ლუ­ლი.

განაგრძეთ კითხვა