62-ე სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა - კვირის პალიტრა

62-ე სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა

შარტავას ქუჩაზე მდებარე 62-ე სკოლაში მოსწავლეები და პედაგოგები დაუდგენელი გაზით მოიწამლნენ. მე-4 სართულზე, სადაც უფროსკლასელები სწავლობენ, დილიდან მხუთავი გაზის სუნი იგრძნეს. ათეულობით მოსწავლეს მოწამვლის სიმპტომები - თავბრუსხვევა, ცრემლდენა, ღებინება აღენიშნებოდა. ბავშვებს უკვე აღმოუჩინეს სასწრაფო დახმარება. ბოლო ინფორმაციით, 4 მათგანი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

სკოლაში ამჟამად გამომძიებლები და კრიმინალისტები მუშაობენ. წინასწარი მოკვლევით, ხულიგნობა მოსწავლეებმა სასწავლო პროცესის ჩაშლის მიზნით ჩაიდინეს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” სკოლის დირექტორმა თამარ მალაზონიამ აცნობა, ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ყველას აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება. მიმდინარეობს მოსწავლეთა დაკითხვა. შესაბამისი სამსახურები ადგენენ, რა სახის მომწამვლელი გაზი გაუშვეს სკოლაში.