კერძო საბავშვო ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა
ახალციხეში, კერძო საბავშვო ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. მცირეწლოვანი პროზექტურაშია გადაყვანილი.
ამ დროისთვის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი უცნობია, როგორც "სამხრეთის კარიბჭე" წერს, ერთ–ერთი ვერსიით, როდესაც ბავშვს ეძინა, მის სანახავად მისულ აღმზრდელს, ის უკვე გარდაცვლილი დახვდა.
გამოძიება სსკ-ის 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.