იპოვეს ქალი, რომელიც 60 წლის წინ გაუჩინარდა
ქალი, რომელიც აშშ-ის ვისკონსინის შტატიდან 60 წლის წინ გაუჩინარდა, იპოვეს - ის ცოცხალი და ჯანმრთელია,
ინფორმაცია ვისკონსინის შერიფის ოფისმა გაავრცელა. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოდრი ბეკებერგს სხვა შტატში მიაკვლიეს. შერიფს არ დაუკონკრეტებია თუ რომელ შტატში იპოვეს ქალი.როდესაც გაუჩინარდა ოდრი 20 წლის იყო.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ გაუჩინარება ბეკბერგის პირადი არჩევანი იყო და არა რაიმე კრიმინალური საქმიანობის ან ბოროტმოქმედების შედეგი", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. წაიკითხეთ ვრცლად