წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ამ­ბა­ვი - "21 წლის შემ­დეგ მე­ხუ­თე შვი­ლი შე­ე­ძი­ნა. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში შე­ი­ტყო ბე­ლამ შემ­თხვე­ვით, რომ მისი ერთ-ერთი ტყუ­პი, რო­მე­ლიც მკვდრად გა­მო­ა­ცხა­დეს, სი­ნამ­დვი­ლე­ში გა­უშ­ვი­ლეს" - კვირის პალიტრა

წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ამ­ბა­ვი - "21 წლის შემ­დეგ მე­ხუ­თე შვი­ლი შე­ე­ძი­ნა. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში შე­ი­ტყო ბე­ლამ შემ­თხვე­ვით, რომ მისი ერთ-ერთი ტყუ­პი, რო­მე­ლიც მკვდრად გა­მო­ა­ცხა­დეს, სი­ნამ­დვი­ლე­ში გა­უშ­ვი­ლეს"

უკვე წლე­ბია რაც "ჩვი­ლე­ბის გა­ყიდ­ვის“ თემა აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბას არ კარ­გავს. რო­დე­საც გგო­ნია, რომ თით­ქოს თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძი­სა და მისი ჯგუ­ფის "ვე­ძებ“ სა­შუ­ა­ლე­ბით ყვე­ლა გაშ­ვი­ლე­ბუ­ლი ჩვი­ლის ის­ტო­რია მო­ის­მი­ნე, ყვე­ლა იმ დე­დის, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ყი­დულ შვილს ეძებს, რე­ა­ლუ­რად ყვე­ლა­ფე­რი წინ არის.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჯგუ­ფი "ვე­ძებ“ კი­დევ ერთ შემ­ზა­რავ ის­ტო­რი­ას აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლიც ამ­ჯე­რად სამ­ტრე­დი­ის სამ­შო­ბი­ა­როს ბნელ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებს ხდის ფარ­დას. სამ­შო­ბი­ა­რო ახლა აღარ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს.

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძის ლაივ ჩარ­თვა­ში მო­ქა­ლა­ქე ბელა ხუნ­და­ძემ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ამ­ბა­ვი უამ­ბო სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ეს მო­რი­გი ის­ტო­რი­აა, რო­მელ­მაც მსმე­ნე­ლი შოკ­ში ჩა­აგ­დო.თით­ქმის ორი ათწლე­უ­ლის შემ­დეგ, ქალ­მა შე­ი­ტყო, რომ მისი ერთ-ერთი ტყუ­პი, რო­მე­ლიც და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე გარ­დაც­ვლი­ლად გა­მო­ა­ცხა­დეს, სი­ნამ­დვი­ლე­ში გა­უშ­ვი­ლეს. ბე­ლას ახლა ძვე­ლი ტკი­ვი­ლე­ბი გა­უ­ცო­ცხლდა და ასე­ვე და­კარ­გუ­ლი შვი­ლის პოვ­ნის იმე­დი გა­უჩ­ნდა.

რო­გორ და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი?

სამ­ტრე­დი­ა­ში მცხოვ­რებ­მა ბელა ხუნ­და­ძემ 2004 წელს ტყუ­პი გა­ა­ჩი­ნა. მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ მას შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ ერთი ახალ­შო­ბი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა და სახ­ლში ერთი ქა­ლიშ­ვი­ლით დაბ­რუნ­და. წლე­ბის შემ­დეგ, მას კი­დევ ოთხი გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა, ხოლო 21 წლის შემ­დეგ მე­ხუ­თე შვი­ლი - ბიჭი შე­ე­ძი­ნა. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში შე­ი­ტყო ბე­ლამ შემ­თხვე­ვით, რომ მისი ერთ-ერთი ტყუ­პი, რო­მე­ლიც მკვდრად გა­მო­ა­ცხა­დეს, სი­ნამ­დვი­ლე­ში გა­უშ­ვი­ლეს.

ბელა იხ­სე­ნებს, რომ სამ­შო­ბი­ა­რო, სა­დაც იმ­შო­ბი­ა­რა, დიდი ხნის წინ და­იწ­ვა და არ­ქი­ვი არ არ­სე­ბობს. ინ­ფორ­მა­ცია გაშ­ვი­ლე­ბის შე­სა­ხებ მან შემ­თხვე­ვით შე­ი­ტყო სხვა ქა­ლის­გან, რო­მელ­საც იმ პე­რი­ოდ­ში ბავ­შვი აღ­რი­ცხვა­ზე ჰყავ­და მიყ­ვა­ნი­ლი და მო­ის­მი­ნა სა­უ­ბა­რი ხუნ­და­ძის შვი­ლის გაშ­ვი­ლე­ბის შე­სა­ხებ.