"ცხვირის ოპერაციის დროს გული გაუჩერდა, 3 წუთი ტვინს ჟანგბადი არ მიეწოდა" - 20 წლის მარი ანანიძეს დახმარება ესაჭიროება
20 წლის მარი ანანიძეს, რომელიც ცხვირის ოპერაციის შემდეგ კომაშია, დახმარება ესაჭიროება. ამის შესახებ მისი ახლობლები გვიყვებიან და საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავენ.
გოგონა 16 დეკემბრიდან დღემდე კომატოზურ მდგომარეობაშია.
"გასული წლის 16 სექტემბერს ბათუმში ჩაუტარდა მარი ანანიძის გეგმური ცხვირის ოპერაცია, პოლიპების ამოღება, ხრტილის გასწორება, რინოპლასტიკა, შუა ოპერაციის დროს მარის გაუჩერდა გული, 3 წუთის მანძილზე, რის შედეგადაც ტვინს ჟანგბადი არ მიეწოდა და მიიღო დიდი დაზიანება. მარი 16 სექტემბრის შემდეგ დღემდე კომატოზურ მდგომარეობაშია. 20 წელი შეუსრულდა კომაში მყოფ მარის" გააგრძელეთ კითხვა