„კონტაქტზე აღარ გამოდის...“ - რომში ქართველ ემიგრანტს ეძებენ - კვირის პალიტრა

„კონტაქტზე აღარ გამოდის...“ - რომში ქართველ ემიგრანტს ეძებენ

ჩასწორება:

ჩვენი ინფორმაციით, ქალი უკვე იპოვეს.

ერთ-ერთ პოსტზე ნინო ფეიქრიშვილი ასეთ კომენტარს წერს:

"4 დღე რატომ დაწერეს, გუშინ საღამოდან არ მქონდა ტელეფონი და დასაკარგი რა მაქვს ამხელა ქალაქში?

მადლობა ყველას, კარგად ვარ, გთხოვთ, ჩემი ფოტოები და სტატუსები თუ შეგხვდათ, გადეცით ჩემგან წაშლონ. მადლობა".

რომში, ოჯახი ქართველ ემიგრანტს ეძებდა,

ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„რომის ემიგრანტებო ვეძებთ ნინო ფეიქრიშვილს გთხოვთ დაგვეხმაროთ.სასიცოცხლოა.კონტაქტზე აღარ გამოდის..დედა ვერ უკავშირდება...“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო