"მინ­დო­და, ჯორ­ჯი­ნას­თვის პრინ­ცე­სას მო­მენ­ტი მე­ჩუ­ქე­ბი­ნა" - რას წერს გურამ გვასალია კაბაზე, რომელიც რონალდუს ცოლს Met Gala-ზე ეცვა - კვირის პალიტრა

"მინ­დო­და, ჯორ­ჯი­ნას­თვის პრინ­ცე­სას მო­მენ­ტი მე­ჩუ­ქე­ბი­ნა" - რას წერს გურამ გვასალია კაბაზე, რომელიც რონალდუს ცოლს Met Gala-ზე ეცვა

6 მა­ისს სა­ღა­მოს ნიუ-იორკში, მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში ყო­ველ­წლი­უ­რი Met Gala გა­იხ­სნა, რო­მე­ლიც შავ­კა­ნი­ან­თა ის­ტო­რი­ას, კულ­ტუ­რა­სა და სტილს მი­ე­ძღვნა. ად­გილ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი მიწ­ვე­ვით იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მსოფ­ლი­ოს ვარ­სკვლა­ვე­ბი. სა­ღა­მოს დრეს-კოდი იყო “Tailored for You,” რო­მე­ლიც შავ­კა­ნი­ა­ნი დენ­დიზ­მის ის­ტო­რი­ას ეძღვნე­ბო­და.

სხვა და­სა­მახ­სოვ­რე­ბელ იმიჯს შო­რის გა­მო­ირ­ჩე­ო­და ფეხ­ბურ­თის ვარ­სკვლა­ვის, კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუს მე­უღ­ლე - ინფლუ­ენ­სე­რი და მო­დე­ლი ჯორ­ჯი­ნა როდ­რი­გე­სი. ის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ქარ­თველ დი­ზა­ი­ნერ­თან, გუ­რამ გვა­სა­ლი­ას­თან ერ­თად მი­ვი­და.

ეს ჯორ­ჯი­ნას პირ­ვე­ლი Met Gala იყო. მო­დის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს სა­ღა­მო­ზე, რო­მე­ლიც ყო­ველ­წლი­უ­რად იმარ­თე­ბა, მო­დელს სწო­რედ გუ­რამ გვა­სა­ლი­ამ ჩა­აც­ვა.

დი­ზა­ი­ნე­რი კა­ბის შექ­მნის ის­ტო­რი­ას წერს:

“რო­დე­საც ჯორ­ჯი­ნამ მთხო­ვა, რომ მის პირ­ველ Met-ზე შე­მე­მო­სა, პირ­ვე­ლი, რაც თავ­ში მო­მი­ვი­და იყო პრინ­ცე­სა დი­ა­ნა, რო­მე­ლიც მის პირ­ველ Met-ზე ჯონ გა­ლი­ა­ნოს ატ­ლა­სის კა­ბა­ში იყო გა­მო­წყო­ბი­ლი.

რად­გან წლე­ვან­დე­ლი Met Gala-ს დრეს- კოდი იყო "შენ­თვის შე­კე­რი­ლი“, ჩვენ და­ვი­წყეთ დი­ზა­ი­ნის შე­მუ­შა­ვე­ბა. ამო­ვი­ღეთ 10 სხვა­დას­ხვა ქურ­თუ­კის ნა­წი­ლე­ბი და მაქ­მა­ნე­ბი­ან კა­ბე­ბად გა­და­ვა­კე­თეთ. შემ­დეგ ეს კა­ბე­ბი დავ­ჭე­რით და სა­ღა­მოს კა­ბა­ში გა­ვა­ერ­თი­ა­ნეთ. შე­ი­კე­რა მთლი­ა­ნად ხე­ლით, რა­მაც მას ნამ­დვი­ლი Vetements Couture-ის ელ­ფე­რი შეს­ძი­ნა.

განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები