თორნიკე შენგელია კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს
საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ქართველმა კალათბურთელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და "ბლაუგრანასთან" ხელშეკრულება 2+1 სისტემით გააფორმა.
შენგელიამ 2022 წლიდან "ვირტუს ბოლონიას" ღირსებას იცავდა, თოკომ გასულ სეზონში იტალიურ გუნდში საშუალოდ 15.6 ქულას, 5 მოხსნასა და 2.7 პასს აგროვებდა.
SPORTALL.GE