რა ინფორმაციას ავრცელებს "გალერია თბილისი" აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე?
სავაჭრო ცენტრ "გალერია თბილისში" აცხადებენ, რომ ბომბის საფრთხეზე აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებები უკვე ჩააყენეს საქმის კურსში.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში სავაჭრო ცენტრში აღნიშნეს, ამ დროისთვის ელოდებიან შესაბამის მითითებებს.
"ჩვენთან არანაირი ტიპის ზარი და მეილი არ განხორციელებულა. ჩვენც ამერიკის საელჩოს ვებ-გვერდიდან გავიგეთ და შესაბამისი უწყებები ჩავაყენეთ საქმის კურსში.
ამ ეტაპზე ველოდებით მათგან შესაბამის მითითებებს. სხვა დამატებითი ზომები არ განხორციელებულა",-აცხადებენ "გალერია თბილისში".
ინფორმაციისთვის, აშშ-ის საელჩოს ცნობით, თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. დასახელებულია სავაჭრო ცენტრები - “ისთ ფოინთი", "გალერია თბილისი" და "თბილისი მოლი".
"ინტერპრესნიუსი"