მზია ამაღლობელის საქმე: ირაკლი დგებუაძე ჩვენებას აძლევს - რა ხდება სასამართლოზე
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის საქმეზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსის, ირაკლი დგებუაძის გამოკითხვა შეძახილების ფონზე მიმდინარეობს.
მოქალაქეები სკანდირებენ: თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა“, „დგებუაძე, ცრუ მოწმე ხარ“.
ირაკლი დგებუაძე სხდომაზე „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებითაა დაბარებული.
"ინტერპრესნიუსი"