12 მაისიდან - შეიძინე „კვირის პალიტრა“ ონლაინ და კონვერტი გზავნილისთვის მომავალში სახლის კართან დაგხვდება! - კვირის პალიტრა

12 მაისიდან - შეიძინე „კვირის პალიტრა“ ონლაინ და კონვერტი გზავნილისთვის მომავალში სახლის კართან დაგხვდება!

12 მაისიდან გაზეთ "კვირის პალიტრის" ონლაინ შეძენას შეძლებთ აქ

„კვირის პალიტრის“ უნიკალური პროექტის „გზავნილი მომავალში“ გამეორებამ უპრეცედენტო აჟიოტაჟი გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ გაზეთის ბოლოს სამ ნომერში მოქალაქეებს დახვდათ კონვერტის ბლანკი. ჩვენს მკითხველს ჰქონდა შესაძლებლობა, ძვირფასი ადამიანებისთვის, შთამომავლებისთვის და თუნდაც ქვეყნისთვის მიეწერათ წერილი. ადრესატი გზავნილს, ავტორის სურვილისამებრ, მიიღებს 10 ან 25 წლის შემდეგ (2035 ან 2050 წელს).

თუმცა მკითხველთა ნაწილმა, გაზეთზე დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ვერ შეძლო მისი შეძენა. „კვირის პალიტრის“ რედაქციამ გაითვალისწინა მოქალაქეების თხოვნა და პროექტი გახანგრძლივდა - კონვერტის ბლანკი გაზეთის 12 მაისის ნომერშიც იქნება.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ გაზეთი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს და ყველა მსურველმა შეძლოს წერილის მომავალში გაგზავნა.

ამიტომ 12 მაისიდან „კვირის პალიტრის“ შეძენას უკვე ონლაინ შეძლებთ. ამისთვის უნდა ეწვიოთ ამ ბმულს, შეიძინოთ თქვენთვის სასურველი რაოდენობის გაზეთი (საკმაოდ ბევრ მკითხველს მომავალში რამდენიმე წერილის დაწერა სურს) და „კვირის პალიტრას“ და შესაბამისად, მომავალში გზავნილის კონვერტიანად, სახლის კართან მოგართმევენ.

თქვენ მიერ დაწერილი წერილები დაილუქება საგანგებოდ დამზადებულ სკივრში და შეინახება ეროვნული არქივის საცავში.

წერილის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 31 მაისი!

2035 ან 2050 წელს კი თქვენი წერილის ადრესატები აუცილებლად შეიტყობენ, რომ მათ სახელზე წერილია!

მისწერე მომავალს 2035 ან 2050 წელში - შექმენი ისტორია!