რატომ აცვია რომის პაპს წითელი ფეხსაცმელები, იღებს თუ არა ხელფასს და სხვა “უხერხული“ კითხვები პონტიფიკზე - კვირის პალიტრა

რატომ აცვია რომის პაპს წითელი ფეხსაცმელები, იღებს თუ არა ხელფასს და სხვა “უხერხული“ კითხვები პონტიფიკზე

რო­მის-კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სი­ის პრე­ლა­ტებ­მა (კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სი­ის უმაღ­ლე­სი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის წო­დე­ბა) აირ­ჩი­ეს ახა­ლი ლი­დე­რი, რო­მე­ლიც წმინ­და ტახ­ტზე გარ­დაც­ვლილ პაპ ფრან­ცის­კეს შეც­ვლის.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ძი­რი­თა­დად სა­ინ­ტე­რე­სო იყო ორი რამ: კონ­კრე­ტუ­ლად სა­და­უ­რია რო­მის ახა­ლი არ­ქი­ე­პის­კო­პო­სი და გა­აგ­რძე­ლებს თუ არა იგი თა­ვი­სი წი­ნა­მორ­ბე­დის შე­და­რე­ბით ლი­ბე­რა­ლურ კურსს. თუმ­ცა, არ­სე­ბობს ბევ­რი სხვა კი­თხვა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას აინ­ტე­რე­სებს და ბევ­რს უხერ­ხუ­ლად ეჩ­ვე­ნე­ბა ამა­ზე ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბა­რი.

რა არის რო­მის პა­პის ფუნ­ქცია?პაპი არის და­ახ­ლო­ე­ბით 1.4 მი­ლი­არ­დზე მეტი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი კა­თო­ლი­კის სუ­ლი­ე­რი ლი­დე­რი. ბიბ­ლი­უ­რი ტრა­დი­ცი­ის თა­ნახ­მად, პაპი არის წმინ­და მო­ცი­ქულ პეტ­რეს მემ­კვიდ­რე.

ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სწავ­ლე­ბით, იესო ღვთის ძეა, წმინ­და პეტ­რე კი 12 მო­ცი­ქულ­თა­გან ერთ-ერთი, ანუ იე­სოს მო­წა­ფე და მიმ­დე­ვა­რი იყო, რო­მელ­მაც მა­ცხოვ­რის ჯვარ­ცმის შემ­დეგ პირ­ველ­მა ჩა­ი­ბა­რა რო­მის სა­ეკ­ლე­სიო ტახ­ტი. კა­თო­ლი­კე­ე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ეს პაპს აქ­ცევს იე­სოს პირ­და­პირ სუ­ლი­ერ მემ­კვიდ­რედ და, შე­სა­ბა­მი­სად, სუ­ლი­ე­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მთა­ვარ წყა­როდ.

ტრა­დი­ცი­ის მი­ხედ­ვით, პაპი ხელ­მძღვა­ნე­ლობს ყვე­ლა მთა­ვა­რი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლი­სად­მი მი­ძღვნილ რე­ლი­გი­ურ ცე­რე­მო­ნი­ებს, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვანს - შო­ბა­სა და აღ­დგო­მას.

ქვეყ­ნის სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო საქ­მე­ე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად წმინ­და ტახ­ტის წი­ნამ­ძღოლს ჰყავს პერ­სო­ნა­ლი — მო­ნაზვნე­ბი, რომ­ლე­ბიც უძღვე­ბი­ან პა­პის ში­ნა­ურ საქ­მეს, ამ­ზა­დე­ბენ საჭ­მელს და ასუფ­თა­ვე­ბენ სა­ცხოვ­რე­ბელს. თუ თვი­თონ ისურ­ვებს, მას ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა ჰყავ­დეს პი­რა­დი კა­მერ­დი­ნე­რი ან მო­ახ­ლე.

პაპს ასე­ვე ჰყავს ტექ­სტის მომ­ზა­დე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი - სპიჩ­რა­ი­ტერ­თა სა­კუ­თა­რი გუნ­დი.

ეკ­ლე­სი­ის მე­თა­უ­რის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მო­ვა­ლე­ო­ბაა ის, რომ არა­ნაკ­ლებ ხუთ წე­ლი­წად­ში ერთხელ პი­რა­დად შეხ­ვდეს ყვე­ლა ეპის­კო­პოსს, რო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 5,000-ს აღე­მა­ტე­ბა. ეს ნიშ­ნავს და­ახ­ლო­ე­ბით 1,000 აუ­დი­ენ­ცი­ას წე­ლი­წად­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 20-ს ყო­ველ კვი­რას.

დღეს­დღე­ო­ბით პა­პის მო­ვა­ლე­ო­ბებ­ში ასე­ვე შე­დის მრა­ვა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­ზი­ტი.

შე­იძ­ლე­ბა თუ არა პაპი იყოს და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი?ის­ტო­რი­ა­ში არ­სე­ბობ­დნენ შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც წმინ­და ტახტს თავ­მჯდო­მა­რე­ობ­და და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი. თუმ­ცა, დღე­ვან­დელ დღეს, რომ კონკლავ­მა ეკ­ლე­სი­ის მე­თა­უ­რად და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი აირ­ჩი­ოს, შან­სი ნუ­ლამ­დეა შემ­ცი­რე­ბუ­ლი.

ის­ტო­რი­კო­სე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ პაპა სილ­ვე­რი­უ­სი (რო­მე­ლიც ეკ­ლე­სი­ას 536-537 წლებ­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და) რე­ა­ლუ­რად იყო მისი წი­ნა­მორ­ბე­დის, პაპა ჰორ­მიზ­დის (514-523 წლე­ბი) შვი­ლი. ხოლო პაპა ად­რი­ან II-მ (867-872 წლე­ბი) არ­ჩე­ვის შემ­დეგ, ლა­თე­რა­ნის სა­სახ­ლე­ში თა­ვი­სი ცოლი და შვი­ლი მი­იყ­ვა­ნა.

გააგრძელეთ კითხვა