ვენეცია ​​იძირება - არსებობს რადიკალური გეგმა, რომ მთელი ქალაქის სიმაღლე წყლის დონიდან აწიონ - კვირის პალიტრა

ვენეცია ​​იძირება - არსებობს რადიკალური გეგმა, რომ მთელი ქალაქის სიმაღლე წყლის დონიდან აწიონ

ვე­ნე­ცია არის „მცუ­რა­ვი ქა­ლა­ქი“, მაგ­რამ ასე­ვე ჩა­ძირ­ვის­კენ მიდ­რე­კი­ლი. ბოლო სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ის ​​და­ახ­ლო­ე­ბით 25 სან­ტი­მეტ­რით ჩა­ი­ძი­რა. ეს ერთ რა­მეს ნიშ­ნავს: ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რელ ქა­ლაქს ჩა­ძირ­ვა ემუქ­რე­ბა. CNN-ი პრობ­ლე­მის არ­სი­სა და მისი გა­და­წყვე­ტის გზე­ბის შე­სა­ხებ წერს.

ქა­ლა­ქის კუნ­ძუ­ლო­ვა­ნი მდე­ბა­რე­ო­ბა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უზ­რუნ­ველ­ყოფ­და ვე­ნე­ცი­ე­ლებს შე­მო­სე­ვე­ბის­გან, თუმ­ცა ასე­ვე პრობ­ლე­მებ­საც ქმნი­და. კლი­მა­ტუ­რი კრი­ზი­სის გამ­წვა­ვე­ბას­თან ერ­თად, მოქ­ცე­ვა უფრო და უფრო ხში­რია. ქა­ლა­ქი კი ამის გამო წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით ორი მი­ლი­მეტ­რით იძი­რე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იტა­ლი­ის მთავ­რო­ბა მი­ლი­ო­ნო­ბით ევ­როს ხარ­ჯავს კაშხლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე, რათა ლა­გუ­ნა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლი მოქ­ცე­ვა არ მოხ­დეს, პა­დუ­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჰიდ­რო­ლო­გი­ი­სა და ჰიდ­რავ­ლი­კუ­რი ინ­ჟი­ნე­რი­ის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, პი­ეტ­რო ტე­ა­ტი­ნი სხვა ხერ­ხზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას.

მისი თქმით, ქა­ლა­ქის სიღ­რმე­ში წყლის ამო­ტუმბვა ზღვის ფსკერს აწევს, რო­მელ­ზეც ის მდე­ბა­რე­ობს და ვე­ნე­ცია ზე­მოთ აი­წე­ვა.

ტე­ა­ტი­ნი ამ­ბობს, რომ მისი გეგ­მა ვე­ნე­ცი­ას და­ახ­ლო­ე­ბით 50 წლი­ან შე­ღა­ვა­თი­ან პე­რი­ოდს მის­ცემს, რათა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ „რა­დი­კა­ლუ­რი“ გა­და­წყვე­ტის პოვ­ნა შეძ­ლოს. ის თვლის, რომ მის სის­ტე­მას შე­უძ­ლია ქა­ლა­ქის სი­მაღ­ლე 30 სან­ტი­მეტ­რით ამაღ­ლე­ბა. გააგრძელეთ კითხვა