პუტინს ისევ დრო გაჰყავს - მოლაპარაკებების გაგრძელების შეთავაზება უპირობო 30-დღიანი ზავის სანაცვლოდ...
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა თავისი მეოთხედი საუკუნის ხანგრძლივობის პოლიტიკურ კარიერაში პირველად გამართა პრესკონფერენცია გვიან ღამით...
გუშინ ღამით კრემლში პრესკონფერენციის დანიშვნა კი ეტყობა იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ კიევში სტუმრად მყოფმა საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის,გერმანიისა და პოლონეთის პოლიტიკურმა ლიდერებმა უკრაინის პრეზიდენტთან ერთად ერთგვარი ულტიმატუმი წაუყენეს პუტინს-12 მაისიდან დაიწყოს უპირობო 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტა რუსეთ-უკრაინის ომში,რაც გაკონტროლდება აშშ-ის მხრიდან მონიტორინგით და იმ შემთხვევაში თუკი რუსეთი არ დასთანხმდება ცეცხლის დროებით შეწყვეტას ან კიდევ დაარღვევს მას, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ განხორციელდება ყველაზე მკაცრი პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციები, რომელიც შეეხება რუსეთის საბანკო სისტემას, ენერგეტიკულ სექტორს,წიაღისეულის მოპოვებას, ნავთობსა და „ჩრდილოვან ფლოტს“...
გარდა ამისა, ევროპელი ლიდერები კრემლს დაემუქრნენ, რომ რუსეთის მხრიდან ცეცხლის არ შეწყვეტის შემთხვევაში,ევროპა მნიშვნელოვნად გაზრდის უკრაინის არმიისთვის სხვადასხვა დანიშნულების შეიარაღების მიწოდებას.
პუტინი არ არის ის პრეზიდენტი,რომ ვინმემ ულტიმატუმებით შეაშინოს, მაგრამ თვით ისიც კი იძულებული გახდა კიევიდან გაჟღერებული ამ „ევროპული ულტიმატუმის“ საპასუხოდ დაუყოვნებლივ ემოქმედა და კრემლში ღამის პრესკონფერენციით უპასუხა, რომელზეც პოლიტიკური „პინგ-პონგის“ თამაში გააგრძელა...
პუტინის პოლიტიკური „პინგ-პონგი“, კრემლის უკვე კარგად ცნობილი მეთოდია, როდესაც რუსეთის ხელისუფლება ცდილობს ყურადღება სხვა თემებზე გადაიტანოს და ამით დრო მოიგოს.
კრემლში ღამისეულ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, ისე,რომ სიტყვა არ დასცდენია 30 დღიან ზავთან დაკავშირებით,იქით შესთავაზა უკრაინულ მხარეს 15 მაისიდან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება სტამბულში...
მაგრამ, ეს ხომ დეჟავიუა, რადგან სამი წლის წინ სწორედ სტამბულში მიმდინარეობდა რუსულ -უკრაინული პირდაპირი მოლაპარაკებები და ის უშედეგოდ დამთავრდა-რუსეთმა გააგრძელა უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია...
რა საჭიროა ახალი მოლაპარაკებების დაწყება, თუკი შესაძლებელია ჯერ 30 დღიანი ზავის გამოცხადება,მისი არ დარღვევა და სწორედ შემდეგ მისხდომა მოლაპარაკებების მაგიდასთან,როდესაც ქვემეხები დუმან...
მაგრამ, ეს კრემლს არ აწყობს.არ აწყობს ძალზე მარტივი მიზეზის გამო-დრო გადის, პუტინი ბერდება, არადა მას მოსასწრები აქვს თავისი მანიაკური იდეა-ფიქსის მაქსიმალურ თუ არა მინიმალურ დონეზე შესრულება და რუსეთის იმპერიის აღდგენა ყოფილი საბჭოთა კავშირის ფარგლებში მაინც,რომ მსოფლიო ისტორიაში „დიად და გამარჯვებულ“ მბრძანებელად ჩაეწეროს...
პუტინი ამიტომაც ატყუებინებს თავს აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს, იმის იმედში, რომ თეთრი სახლი შეძლებს რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერებას-სინამდვილეში,რუსეთი ახალი ძალებით შეეცდება ომის გაგრძელებას, რათა უკრაინის რაც შეიძლება მეტი ტერიტორია კიდევ დაიპყროს...